მილპრო კატა 2კგ და მეტი Milpro Cat (>2kg)

999970
10,85
GEL

Detailed description

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებებს:
აღწერილობამილბემიცინის ოქსიმიპრაზიკვანტელიმილპრო 4 მგ / 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები პატარა კატებისთვის და კნუტებისთვისოვალური, მუქი ყავისფერი ტაბლეტები, ხორცის არომატით, თითოეულ მხარეს გამყოფი ზოლით. ტაბლეტები შესაძლებელია გაიყოს ორად. 4 მგ
 10 მგ
მილპრო 16 მგ / 40 მგ შემოგარსული ტაბლეტები კატებისთვისოვალური ტაბლეტები, წითელიდან ვარდისფერამდე, ხორცის არომატით, თითოეულ მხარეს გამყოფი ზოლით. 16 მგ
 40 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
დამხმარე ნივთიერებებირაოდენობამილპრო 4 მგ / 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები პატარა კატებისთვის და კნუტებისთვისრკინის ოქსიდი (E172)0,3 მგტიტანის დიოქსიდი (E171)0,01 მგმილპრო 16 მგ / 40 მგ შემოგარსული ტაბლეტები კატებისთვისწითელი ალურა AC (E219)0,1 მგტიტანის დიოქსიდი (E171)0,5 მგ
ტაბლეტები შესაძლებელია გაიყოს ორ ნაწილად.
ჩვენება: გამოიყენება კატებში: შემდეგი სახეობების ზრდასრული ცესტოდებით (ბრტყელი ჭიები) და ნემატოდებით (მრგვალი ჭიები) შერეული ინვაზიების მკურნალობისთვის:
ცესტოდები:Echinococcus multilocularis, Dipylidium caninum, Tænia spp.
ნემატოდები:Ancylostoma tubaeforme, Toxocara cati
პროდუქტი შესაძლოა ასევე გამოყენებული იყოს დიროფილარიოზის (Dirofilaria immitis) პრევენციისთვის იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ცესტოდების საწინააღმდეგოდ თანადროული მკურნალობა.
სამიზნე სახეობები: კატები.
დოზირება თითოეული სახეობისთვის, მიღების გზა და მეთოდი: მიიღება პერორალური გზით. ზუსტი დოზების უზრუნველსაყოფად ცხოველები უნდა აიწონონ. მინიმალური რეკომენდებული დოზა: 2 მგ მილბემიცინის ოქსიმი და 5 მგ პრაზიკვანტელი ერთ კგ სხეულის წონაზე, ერთჯერადი პერორალური დოზის სახით.
პროდუქტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. პროდუქტი არის პატარა ზომის ტაბლეტი.
მიღების გასამარტივებლად ტაბლეტს აქვს ხორცის არომატი (გარსი). ტაბლეტები შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად.
კატის წონის გათვალისწინებით, მისაღები დოზები შემდეგია:
წონამილპრო 4 მგ / 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები პატარა კატებისთვის და კნუტებისთვისმილპრო 16 მგ / 40 მგ შემოგარსული ტაბლეტები კატებისთვის0,5 – 1 კგ1/2 ტაბლეტი > 1 – 2 კგ1 ტაბლეტი 2 – 4 კგ 1/2 ტაბლეტი> 4 – 8 კგ 1 ტაბლეტი> 8 – 12 კგ 1 + 1/2 ტაბლეტი
პროდუქტი შესაძლოა ჩართული იყოს კარდიალური დიროფილიარიოზის პროფილაქტიკის პროგრამაში, თუ ასევე ჩატარდება ცესტოდების საწინააღმდეგო მკურნალობა. პროდუქტი კარდიალური დიროფილიარიოზის პრევენციას შესაძლებელს ხდის ერთი თვის განმავლობაში. კარდიალური დიროფილიარიოზის პრევენციისთვის სასურველია გამოყენებულ იქნეს ისეთი პრეპარატი, რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთ აქტიურ ნივთიერებას.
გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა კატებში, ვეტერინარული პრეპარატის მიღების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, სისტემური სიმპტომები (როგორიცაა ლეთარგია), ნევროლოგიური სიმპტომები, (როგორიცაა კუნთების კანკალი და ატაქსია) და/ან გასტროენტეოროლოგიური სიმპტომები (როგორიცაა პირღებინება და დიარეა).
გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრევა შემდეგნაირად:
  • ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთზე მეტ ცხოველში).
  • ხშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 100 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთიდან ათამდე ცხოველში).
  • არახშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 1000 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთიდან ათამდე ცხოველში).
  • იშვიათი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 000 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთიდან ათამდე ცხოველში).
  • ძალიან იშვიათი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 000 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთიზე ნაკლებ ცხოველში, მათ შორის ცალკეული შემთხვევები).
თუ შენიშნავთ რაიმე სახის გვერდით მოვლენას, თუნდაც ისეთ გვერდით მოვლენებს, რომელებიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში მითითებული არ არის ან თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის მოქმედება არ არის ეფექტური, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს.
უკუჩვენებები: მილპრო 4 მგ / 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები პატარა კატებისთვის და კნუტებისთვის არ გამოიყენოთ 6 კვირამდე ასაკის და/ან 0,5 კგ-ზე ნაკლები წონის კნუტებში;
მილპრო 16 მგ / 40 მგ შემოგარსული ტაბლეტები კატებისთვის არ გამოიყენოთ 2 კგ-ზე ნაკლები წონის კატებში
არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები: რეკომენდებულია სახლში მყოფი ყველა ცხოველის ერთდროულად მკურნალობა. D. caninum-ით ინვაზიის შემთხვევაში, შუალედური მასპინძლების წინააღმდეგ, როგორიცაა რწყილები და ტილები, თანადროულად მკურნალობით, შესაძლებელია ხელახალი ინვაზიის თავიდან აცილება.
არ ჩატარებულა კვლევები ძლიერ დასუსტებულ ან თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე კატებზე. ამ შემთხვევაში პროდუქტის გამოყენება რეკომენდებული არ არის, ან გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ სარგებლის/რისკის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ. დიდი რაოდენობით მოცირკულირე მიკროფილარიების მქონე კატების მკურნალობამ ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება, როგორებიცაა ლორწოვანი გარსების სიფითრე, პირღებინება, კანკალი, სუნთქვის გაძნელება ან გადაჭარბებული ნერწყვდენა. აღნიშნული რეაქციები გამოწვეულია მკვდარი ან მომაკვდავი მიკროფილარიებიდან ცილების გამოყოფით და არ წარმოადგენს პროდუქტის უშუალო ტოქსიკურ ეფექტს. შესაბამისად, პროდუქტის გამოყენება მიკროფილარიით დაავადებული კატებისთვის რეკომენდებული არ არის.
ვინაიდან აღნიშნული ტაბლეტები არომატიზებულია, შეინახეთ ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
კარგი ვეტერინარული პრაქტიკის შესაბამისად, დოზირების განსაზღვრის მიზნით, საჭიროა ცხოველების აწონვა.
მაკეობა და ლაქტაცია: ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აქტიური ნივთიერებების ამ კომბინაციას კარგად იტანენ რეპროდუქციულ პერიოდში, მათ შორის მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში მყოფი კატები. ვინაიდან აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული კვლევა არ ჩატარებულა, ამ პროდუქტის გამოყენება მაკეობის ან ლაქტაციის პერიოდში უნდა მოხდეს პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ სარგებლის/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.
პრეპარატების ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: პრაზიკვანტელის/მილბემიცინის ოქსიმის კომბინაციის სელამექტინთან ერთად მიღება კარგად გადაიტანება. არანაირი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა სელამექტინის და პრაზიკვანტელის/მილბემიცინის ოქსიმის კომბინაციის რეკომენდებული დოზით მიღებისას. არ ჩატარებულა კვლევები რეპროდუქციულ პერიოდში მყოფ ცხოველებზე.
დოზის გადაჭარბება (სიმპტომები, გადაუდებელი პროცედურები, ანტიდოტები): კვლევა ჩატარდა თერაპიული დოზის 1-ჯერ, 3-ჯერ და 5-ჯერ მიღებით თერაპიულ პროტოკოლზე მეტი პერიოდის განმავლობაში, ანუ 3 მიღება 15-დღიანი ინტერვალით. იშვიათად გამოვლენილი ნიშნები აღინიშნა თერაპიული დოზის 5-ჯერ მიღებისას მეორე და მესამე მკურნალობის შემდეგ. ეს ნიშნები სპონტანურად გაქრა ერთი დღის შემდეგ.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ტემპერატურასთან დაკავშირებით არ არსებობს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი, არ გამოიყენოთ ეს ვეტერინარული პრეპარატი კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ტაბლეტის გამოუყენებელი ნახევარი შეიძლება მოთავსდეს ბლისტერში და შეინახოთ ჭიების მოშორებამდე, მაგრამ შეფუთვის გახსნიდან არა უმეტეს 6 თვისა.
გამოშვების ფორმა:
მილპრო 4 მგ / 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები პატარა კატებისთვის და კნუტებისთვის.
მილპრო 16 მგ / 40 მგ შემოგარსული ტაბლეტები კატებისთვის