შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ფენბენდაზოლი – 37,5 მგ პირანტელის ემბონატი – 36,0 მგ პრაზიკვანტელი – 12, 5 მგ. სამიზნე ცხოველები: ძაღლი და კატა ჩვენება: ნემატოდოზები: ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდიოზი, უნცინარიოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი. ცესტოდები: დიფილიდიოზი, დიფილობოტრიოზი, ექინოკოკოზი, ტენიიდოზი. ფარმაკოლოგიური თვისებები: კანივერმი ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედებით ძაღლის და კატის ნემატოდების და ცესტოდების მიმართ. მიღების წესი და დოზირება: ცხოველს ეძლევა პერორალურად საკვებთან ერთად ან ძალდატანებით (ენის ძირზე დადებით ან შპრიცით სუსპენზიის სახით). პრეპარატი ცხოველებს ეძლევა ცოცხალი მასის მიხედვით: 2 კგმდე – 1/4 ტაბლეტი 2დან 5 კგმდე – 1/2 ტაბლეტი 5დან 10 კგმდე – 1 ტაბლეტი 10დან 20 კგმდე – 2 ტაბლეტი 20დან 30 კგმდე – 3 ტაბლეტი 30დან 40 კგმდე – 4 ტაბლეტი 40 კგის ზევით – 5 ტაბლეტი სამკურნალო მიზნით პრეპარატი ეძლევა საჭიროების მიხედვით. პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატი ეძლევა ყოველ 3 თვეში ერთხელ. ლეკვების დეჰელმინთიზაცია ტარდება ექვსი კვირის ასაკიდან. გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის. უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მაკეობის პერიოდში. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შენახვის ვადა: 2 წელი. შეფუთვის ფორმა: 100*1ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.