ფელიფერონი - ანტივირუსული პრეპარატები

40,00
GEL
დეტალური აღწერა
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.
პრეპარატი წარმოადგენს უფერულ გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცირებულ სითხეს.
შემადგენლობა: ფელიფერონის 1 მლ მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 400 000 ანტივირუსული აქტივობის მქონე კატის ინტერფერონს.
დამხმარე ნივთიერებები: ყინულოვანი ძმარმჟავა; ნატრიუმის აცეტატი; ნატრიუმის ქლორიდი; პოლისორბატ-20; ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა (ედთა) ნატრიუმის მარილი; დექსტრან 40 და საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოთერაპევტიული ჯგუფი: იმუნომოდულატორები.
მოქმედების მექანიზმი: თრგუნავს დნმ-სა და რნმ-ს შემცველი ვირუსების რეპროდუქციას ინფიცირებულ უჯრედებში, ზრდის ორგანიზმის უჯრედების რეზისტენტობას ვირუსებით დასნებოვნების მიმართ, აძლიერებს მაკროფაგების ფაგოციტურ აქტივობას და ზრდის ლიმფოციტების სპეციფიკურ ციტოტოქსიურობას.
სამკურნალო პრეპარატს საინექციო ხსნარი ფელიფერონი® აქვს ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი მომედება.
მოხმარების წესი: სამკურნალო პრეპარატი საინექციო ხსნარი ფელიფერონი® გამოიყენება სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით კატებისთვის კუჭნაწლავის, მწვავე რესპირატორული და სხვა ვირუსული თუ შერეული ეტიოლოგიის დაავადებების დროს.
სამკურნალო პრეპარატი საინექციო ხსნარი ფელიფერონი® შეჰყავთ კუნთებში.
პროფილაქტიკის მიზნით (დასნებოვნების საშიშროებისას) სამკურნალო პრეპარატს ნიშნავენ ორჯერადად, 48 საათის ინტერვალით, 200 000 ს.ე. დოზით.
პანლეიკოპენიის, კალიცივიროზის, ჰერპესვიროზის სამკურნალოდ პრეპარატი შეჰყავთ დღიური დოზით 200 000 ს.ე., 5-7 დღის განმავლობაში, ანტიბიოტიკებთან, შრატისა და იმუნოგლობულინების პრეპარატებთან ერთად, მათი გამოყენების ინსტრუქციების შესაბამისად.
პანლეიკოპენიის, კალიცივიროზის, ჰერპესვიროზის მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში რეკომენდებულია საშუალო თერაპიული დოზის 2-ჯერ გაზრდა – 400 000 ს.ე.-მდე.
კატებისთვის, რომლებსაც დაუდგინდა კატის ვირუსული ლეიკემია ან კატის ვირუსული იმუნოდეფიციტი, სამკურნალო პრეპარატს საინექციო ხსნარი ფელიფერონი® იყენებენ შემდეგი სქემის მიხედვით: ყოველდღიურად 400 000 ს.ე. 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 400 000 ს.ე. მე-9, მე-11 და მე-13 დღეს ანტიბიოტიკებთან და სიმპტომური თერაპიის საშუალებებთან კომბინირებულად, მათი გამოყენების ინსტრუქციების შესაბამისად. მკურნალობა უნდა ჩაატაროს ვეტექიმმა, რომელსაც აქვს კატების ქრონიკული ვირუსული ინფექციების მკურნალობის გამოცდილება.
სამკურნალო პრეპარატის ფელიფერონი® მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს სისხლის საერთო ანალიზის კონტროლით (კურსის დაწყებამდე და მისი დამთავრების შემდეგ). განმეორებითი კურსების ვადებს განსაზღვრავს ვეტექიმი თითოეული ცხოველისთვის ინდივიდუალურად, კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით.
გვერდითი მოვლენები: სამკურნალო პრეპარატის საინექციო ხსნარი ფელიფერონი®-ს წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენების დროს გვერდითი მოვლენები და გართულებები არ გამოვლენილა. გაზრდილი ინდივიდუალური მგრძნობელობისა და ალერგიული რეაქციის გამოვლინებისას სამკურნალო პრეპარატი უნდა მოიხსნას და ცხოველს დაენიშნოს ანტიჰისტამინური პრეპარატები და სიმპტომატური თერაპიის საშუალებები.
უკუჩვენება: სამკურნალო პრეპარატის საინექციო ხსნარი ფელიფერონი® გამოყენების უკუჩვენებაა ცხოველის ინდივიდუალური მაღალი მგრძნობელობა ინტერფერონების მიმართ, ასევე მძიმე ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებები.
არ არის რეკომენდირებული სამკურნალო პრეპარატი ფელიფერონის საინიექციო ხსნარის გამოყენება ცხოველთა ვაქცინაციის შემდეგ 10 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატის შენახვა უნდა მოხდეს მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 2-80C-ის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: სამკურნალო პრეპარატის დახურულ შეფუთვაში შესახვის პირობების დაცვის შემთხვევაში – წარმოების თარიღიდან 2 წელი.
დაფასოება: 2,5 მლ, 5 მლ, ან 10მლ შუშის სტერილიზებულ ფლაკონებში.