ორაგული

11,00
GEL

გამომშრალი ორაგულის ხემსი
ორაგული დიდი რაოდენობით  შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც აუცილებელია ძაღლებისა და კატებისთვის. უჯერი ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას (განსაკუთრებით ასაკოვან ცხოველებში) და ენერგიას მატებს აქტიურ ძაღლებს. ასევე ეხმარება ლეკვებს სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში.


ორაგული  მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია აგრეთვე მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია(თუთიას გააჩნია სამკურნალო თვისებები და ხელს უწყობს ცხოველის ბეწვის სიჯანსაღეს), ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E Dდა PP ვიტამინები.


თევზის ქონი ისევე როგორც ადამიანებში ცხოველებშიც აქვეითებს სისხლში სახიფათო ცხიმების, ტრიგლიცერიდების დონეს, ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ის სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის - ანიჭებს მათ დრეკადობასა და ელასტიურობას.
თევზის ქონი ბლოკავს ანთებით პროცესებს, გარკვეულწილად აფერხებს ართრიტის, დიაბეტისა და სხვა დაავადებების, მათ შორის - სიმსივნურის, განვითარებას.

გამომშრალი ორაგული  იდეალურია ყველა ჯიშის შინაური ცხოველისთვის.
რეკომენდებულია  ძაღლებისა და კატებისთვის 1,5-2 თვის ასაკიდან.

100% ნატურალური პროდუქტი საღებავების, კონსერვანტებისა და გემოს გამაძლიერებლების გარეშე!,