საქონლის ღვიძლის სასუსნაო ძაღლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია . კვებითი ღირებულებით საქონლის ღვიძლი საქონლის ხორცს არ ჩამოუვარდება და ვიტამინების შემცველობით კი აჭარბებს.
საქონლის ღვიძლი ვიტამინებისა და მიკროელემენტების მნიშვნელოვანი წყაროა. საქონლის ღვიძლი შეიცავს ვიტამინებს A, E, C, B-კაროტინს, B1, B2, B9 და ბევრ სხვას. საქონლის ღვიძლი ასევე მდიდარია მიკროელემენტებით, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, იოდი და ა.შ. საქონლის ღვიძლის სასუსნაო რეკომენდებულია ყველა ჯიშის შინაური ცხოველისთვის 1,5-2 თვის ასაკიდან. 100% ნატურალური პროდუქტი საღებავების, კონსერვანტებისა და გემოს გამაძლიერებლების გარეშე!,