დეტალური აღწერა სერენია (საინექციო ხსნარი) შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: მაროპიტანტის ციტრატს – 10 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ბეტა-ციკლოდექსტრინის სულფობუტილ ეთერი, მეტაკრეზოლი, საინექციო წყალი. ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის აქტიური ნივთიერება მაროპიტანტი არის ნეიროკინინის რეცეპტორების (NK1) ანტაგონისტი, რომელიც ბლოკავს P ნივთიერების ფარმაკოლოგიურ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს). მაროპიტანტი არის შემცვლელი კვინუკლიდინის ზოგადი სახელი. მაროპიტანტი არის ნეიროკინინის რეცეპტორის (NK1) ანტაგონისტი, რომელიც მოქმედებს P ნივთიერების, ტაქიკინინის ჯგუფის ნეიროპეპტიდის შებოჭვის ინჰიბირებით. ნივთიერება P მნიშვნელოვანი კონცენტრაციით გვხვდება ღებინების ცენტრში არსებულ ბირთვებში და ითვლება ღებინებაში ჩართულ მთავარ ნეიროტრანსმიტერად. ღებინების ცენტრში P ნივთიერების შებოჭვის დათრგუნვით, მაროპიტანტი უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ეფექტურობას ღებინების ნერვული (ცენტრალური) და ჰუმორული (პერიფერიული) მიზეზების წინააღმდეგ. გამოყენების წესი და დოზირება: სერენიას საინექციო ხსნარი (მაროპიტანტის ციტრატი) გამოიყენება ძლიერი ღებინების მქონე ძაღლებში სიმპტომური მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის (მაგ. პარვოვირუსული ინფექცია, გასტროენტერიტი და პანკრეატიტი), ემეტოგენური მედიკამენტების საშუალებით გამოწვეული ღებინების (მაგ. ქიმიოთერაპია, ანესთეზია) და მოძრაობის შედეგად გამოწვეული ღებინების პროფილაქტიკისთვის. კატებში გამოიყენება მწვავე ღებინების სიმპტომური მკურნალობისთვის. ძაღლები 2-4 თვის ასაკის ძაღლები – 0,1 მლ პრეპარატი 1 კგ სხეულის მასაზე კანქვეშ ერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში მიყოლებით (შეესაბამება 1 მგ მაროპიტანტის ციტრატს 1 კგ წონაზე); 4 თვის და უფროსი ასაკის ძაღლები – 0,1 მლ პრეპარატი 1 კგ სხეულის მასაზე ინტრავენურად 1-2 წუთის განმავლობაში ან კანქვეშ ერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში მიყოლებით(შეესაბამება 1 მგ მაროპიტანტის ციტრატს 1 კგ სხეულის წონაზე). ემეტოგენური საშუალებებით ან ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული ღებინების პროფილაქტიკისთვის, 4 თვის და უფროსი ასაკის ძაღლებისთვის – პრეპარატის 0,1 მლ 1 კგ სხეულის მასაზე ინტრავენურად 1-2 წუთის განმავლობაში ან კანქვეშ ერთხელ 45-60 წუთით ადრე ემეტოგენური პრეპარატის ან ქიმიოთერაპიული აგენტის გამოყენებამდე. კატები 4 თვის და უფროსი ასაკის კატებში ღებინების სამკურნალოდ – 0,1 მლ პრეპარატი 1 კგ სხეულის მასაზე ინტრავენურად 1-2 წუთის განმავლობაში ან კანქვეშ ერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში მიყოლებით (შეესაბამება 1 მგ მაროპიტანტის ციტრატს 1 კგ სხეულის წონაზე) ძაღლებსა და კატებში, რომლებიც მკურნალობენ სერენიას საინექციო ხსნარით, უნდა დადგინდეს მძიმე ღებინების გამომწვევი მიზეზი. თუ ღებინება გრძელდება მკურნალობის მიუხედავად, შემთხვევა ხელახლა უნდა შეფასდეს. უკუჩვენება: არ გამოიყენოთ შემცირებული წონის მქონე ცხოველებზე, ასევე დაღლილ და ავადმყოფ ცხოველებზე! არ გამოიყენოთ პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში! არ გამოიყენოთ მაკე და მეძუძურ ცხოველებზე! გაფრთხილება არ გამოიყენოთ ადამიანებზე! გამოიყენეთ სიფრთხილით ღვიძლის დისფუნქციის მქონე ცხოველებში. გამოიყენეთ სიფრთხილით სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აქტიურად აკავშირებენ ცილებს. სერენიას საინექციო ხსნარის ერთდროული გამოყენება ცილებთან შეკავშირებულ სხვა პრეპარატებთან არ არის შესწავლილი ძაღლებსა და კატებში. გამოყენება მაკეობის ან ლაქტაციის პერიოდში : სერენიუმის უსაფრთხო გამოყენება არ არის შეფასებული ძაღლებში ან კატებში, რომლებიც გამოიყენება მეცხოველეობისთვის და მაკე ან მეძუძურ ძუებში გვერდითი მოვლენები: ძაღლები გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შეტყობინებების სიხშირის შემცირების თანმიმდევრობით: ტკივილი ინექციის შემდეგ, დეპრესია/ლეთარგია, ანორექსია, ანაფილაქსია/ანაფილაქტოიდური რეაქციები (თავის/დრუნჩის შეშუპების ჩათვლით), ატაქსია, კრუნჩხვები, მომატებული ნერწყვდენა, ტრემორი, ცხელება, ქოშინი, შეშუპება, ანთება და სედაცია. დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევები (ევთანაზიის ჩათვლით). კატები გვერდითი რეაქციები კატებში ჩამოთვლილია შეტყობინებების სიხშირის შემცირების თანმიმდევრობით: დეპრესია/ლეთარგია, ანორექსია, გაძლიერებული ნერწყვდენა, ინექციის შემდგომი ტკივილი, ქოშინი, ატაქსია, ცხელება, წოლა, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვები და კუნთების ტრემორი. დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევები (ევთანაზიის ჩათვლით). ტკივილი ინექციის შემდეგ ქრება რამდენიმე წუთში მკურნალობის გარეშე. სერენიას საინექციო გაცივებული ხსნარის შეყვანამ შეიძლება შეამსუბუქოს ეს სიმპტომები. ალერგიული რეაქციები ჩვეულებრივ გადის 48 საათში პრეპარატ სერენიას გამოყენების შეწყვეტიდან შესაბამისი მკურნალობით. შენახვის პირობები: მშრალ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. სერენიას საინექციო ხსნარი უნდა ინახებოდეს მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე და გამოყენებულ იქნას პირველი გახსნიდან 28 დღის განმავლობაში. გამოშვების ფორმა: 20 მლ შუშის ფლაკონი