Detailed description კორტავანსი® 0,584 მგ/მლ გარეგანი გამოყენების სპრეი ძაღლებისთვის შემადგენლობა: ჰიდროკორტიზონის აცეპონატი 0,584 მგ/მლ. ჩვენება: დერმატოზების მკურნალობა. ატოპიურ დერმატიტთან დაკავშირებული კლინიკური ნიშნების შესამსუბუქებლად. სამიზნე სახეობა: ძაღლები. გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი გამოიყენება გარეგნულად კანზე. გამოყენებამდე დოზატორი უნდა დაეხრახნოს წამლიან ფლაკონს. წამლის გამოყენება უნდა მოხდეს ღია სივრცეში, ან კარგად ვენტილირებულ შენობაში. პრეპარატის გაფრქვევა უნდა მოხდეს 10 სმ-ის სიმაღლიდან. დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში დერმატოზისას, აროპიური დერმატიტისას შესაძლებელია 14 დღის განმავლობაში გამოყენება. რეკომენდებული დოზაა დღეში 1,52 მკგ ჰიდროკორტიზონის აცეპონატი/1სმ3 ინფიცირებულ კანზე. აღნიშნული დოზა მიიღება გამაფრქვეველზე ორჯერ დაჭერით, 10 სმ x 10 სმ კვადრატი დასამუშავებელი ზედაპირისთვის. სხეულის დამუშავებული ზედაპირის მთლიანი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ძაღლის სხეულის დაახლოებით 1/3-ს, რაც შეესაბამება ორივე ფერდის დამუშავებას მხრებისა და თეძოების ჩათვლით. ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, მუდმივად უნდა მოხდეს ძაღლის შემოწმება ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის ღერძის დათრგუნვის ან კანის ატროფიაზე. მკურნალმა ვეტერინარმა უნდა განსაზღვროს პრეპარატის გამოყენება სარგებლის / რისკის შეფასების საფუძველზე. პროდუქტი არის აქროლადი სპრეის სახით და არ საჭიროებს შეზელას. გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათ შემთხვევაში გამოყენების ადგილას შესაძლოა გამოვლინდეს დროებითი ადგილობრივი რეაქციები (ერითემა და/ან ქავილი). არ გამოიყენება: დაწყლულებულ კანზე; აქტიური ან/და დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში; კატებში. სიფრთხილით გამოიყენება მაკეობისა და ლაქტაცის პერიოდში. 7 თვემდე ასაკის ლეკვებში გამოიყენება მხოლოდ ვეტერინარის გადაწყვეტილებით. შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ არსებობს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას. არ გამოიყენოთ ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა: შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 6 თვე.