ვირბაკი ევიქტო 30მგ 2,6-5 ძაღლი (Evicto Virbac)

29,05
GEL
დეტალური აღწერა
ევიქტო®
ადგილობრივი გამოყენების ხსნარი
აქტიური ნივთერებ(ებ)ის და სხვა კომპონენტების ჩამონათვალი:
თითოეული ერთეული დოზა (პიპეტი) შეიცავს შემდეგ რაოდენობას:
ევიქტო 15 მგ კატებისთვის და ძაღლებისთვის     60 მგ/მლ ხსნარი       სელამექტინი            15 მგ
ევიქტო 30 მგ ძაღლებისთვის                                  120 მგ/მლ ხსნარი      სელამექტინი            30 მგ
ევიქტო 45 მგ კატებისთვის                                       60 მგ/მლ ხსნარი        სელამექტინი            45 მგ
ევიქტო 60 მგ კატებისთვის                                      60 მგ/მლ ხსნარი       სელამექტინი            60 მგ
ევიქტო 60 მგ ძაღლებისთვის                                   120 მგ/მლ ხსნარი     სელამექტინი            60 მგ
ევიქტო 120 მგ ძაღლებისთვის                                  120 მგ/მლ ხსნარი     სელამექტინი            120 მგ
ევიქტო 240 მგ ძაღლებისთვის                                  120 მგ/მლ ხსნარი     სელამექტინი            240 მგ
ევიქტო 360 მგ ძაღლებისთვის                                   120 მგ/მლ ხსნარი     სელამექტინი            360 მგ
დამხმარე ნივთიერება: ბუთილჰიდროქსიტოლუენი 0.8 მგ/მლ.
უფერო მოყვითალო ხსნარი.
ჩვენებები:  გამოიყენება კატებსა და ძაღლებში:
რწყილებით (Ctenocephalides spp.) ინვაზიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ვეტერინარული პრეპარატის ერთჯერადი დოზის გამოყენებიდან 1 თვის განმავლობაში.
აღნიშნული მიიღწევა პრეპარატის ზრდასრული პარაზიტების დახოცვის უნარით და
ლარვიციდური და ოვიციდური აქტივობით. პრეპარატს გააჩნია ოვიციდური მოქმედება
გამოყენებიდან 3 კვირის განმავლობაში. ამცირებს რა რწყილების რაოდენობას, მაკე და
მეძუძური ცხოველების ყოველთვიურად მკურნალობა ხელს უწყობს 7 კვირამდე ასაკის
ლეკვებისა და კნუტების რწყილებით ინვაზიის თავიდან აცილებას.
            გულის ჭიებით (Dirofilaria immitis) გამოწვეული დიროფილარიოზის პროფილაქტიკა, პრეპარატის ყოველთვიურად გამოყენებით. პრეპარატი შეიძლება უსაფრთხოდ იქნას გამოყენებული გულის ზრდასრული ფილარიებით დაინფიცირებულ ცხოველებში;
ყურის ტკიპების (Otodectes cynotis) მკურნალობა
კატებში:
–         სისხლის მწოველი ტილების (Felicola subrostratus) ინვაზიის მკურნალობა.
–         მრგვალი ჭიების (Toxocara cati) ზრდასრული ფორმებით გამოწვეული ნაწლავის ასკარიდოზის მკურნალობა.
–         ზრდასრული ნაწლავის ჭიების მკურნალობა (Ancylostoma tubaeforme).
ძაღლებში:
–         ბალანჭამიების (Trichodectes canis) ინვაზიის მკურნალობა.
–         სარკოპტიკური მანჟის (Sarcoptes scabiei) მკურნალობა  .
–         მრგვალი ჭიების (Toxocara canis) ზრდასრული ფორმებით გამოწვეული ნაწლავის ასკარიდოზის მკურნალობა.
სამიზნე სახეობები: კატები და/ან ძაღლები.
დოზირება და მიღების წესი: ადგილობრივი გამოყენება. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ერთჯერადი მოხმარებით, მინიმუმ 6 მგ სელამექტინი კილოგრამზე.
როდესაც ცხოველს აქვს რამდენიმე პარაზიტული ინვაზია, რომელთა მკურნალობა შესაძლებელია ვეტერინარული პრეპრატით, უნდა მოხდეს ერთჯერადი გამოყენება რეკომენდებული დოზით 6 მგ/კგ. პრეპარატის ორ გამოყენებას შორის საჭირო დროის ინტერვალი მითითებულიაი ქვემოთ. მკურნალობა უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემული ორი ცხრილის მიხედვით:
კატები (კგ)
პროდუქტი
სელამექტინი

(მგ)
კონცენტრაცია

(მგ/მლ)
გამოსაყენებელი მოცულობა (პიპეტის ნომინალური ზომა, მლ)
≤ 2,5
ევიქტოს 15 მგ ერთი პიპეტი 2,5 კგ წონის კატებისთვის და ძაღლებისთვის
15
60
0,25
2,6 – 7,5
ევიქტოს 45 მგ ერთი პიპეტი 2,6 კგ-დან 7,5 კგ-მდე წონის კატებისთვის
45
60
0,75
7,6 – 10,00
ევიქტოს 60 მგ ერთი პიპეტი 7,6 კგ-დან 10 კგ-მდე წონის კატებისთვის
60
60
1,0
> 10
პიპეტების შესაბამისი კომბინაცია
პიპეტების შესაბამისი კომბინაცია
60
პიპეტების შესაბამისი კომბინაცია

ძაღლები (კგ)
პროდუქტი
სელამექტინი

(მგ)
კონცენტრაცია

(მგ/მლ)
გამოსაყენებელი მოცულობა (პიპეტის ნომინალური ზომა, მლ)
≤ 2,5
ევიქტოს 15 მგ ერთი პიპეტი 2,5 კგ წონის კატებისთვის და ძაღლებისთვის
15
60
0,25
2,6 -5,0
ევიქტოს 30 მგ ერთი პიპეტი 2,6 კგ-დან 5 კგ-მდე წონის მქონე ძაღლებისთვის
30
120
0,25
5,1 -10,0
ევიქტოს 60 მგ ერთი პიპეტი 5,1 კგ-დან 10 კგ-მდე წონის ძაღლებისთვის
60
120
0,5
10,1- 20,0
ევიქტოს 120 მგ ერთი პიპეტი 10,1 კგ-დან 20 კგ-მდე წონის ძაღლებისთვის
120
120
1,0
20,1 – 40,0
ევიქტოს 240 მგ ერთი პიპეტი 20,1 კგ-დან 40 კგ-მდე წონის ძაღლებისთვის
240
120
2,0
40,1 -60,0
ევიქტოს 360 მგ ერთი პიპეტი 40,1კგ-დან 60 კგ-მდე წონის ძაღლებისთვის
360
120
3,0
>60
პიპეტების შესაბამისი კომბინაცია
პიპეტების შესაბამისი კომბინაცია
60/120
პიპეტების შესაბამისი კომბინაცია

რწყილების ინვაზიის მკურნალობა და პროფილაქტიკა (კატები და ძაღლები):
6 კვირაზე უფროსი ასაკის ცხოველი:
ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ცხოველზე არსებული ზრდასრული რწყილები კვდება, დადებული კვერცხები აღარ არის სიცოცხლისუნარიანი და ლარვები (მხოლოდ გარემოში მყოფი) კვდება. შეჩერებულია რწყილების გამრავლება და შესაბამისად შეწყვეტილია რწყილების სასიცოცხლო ციკლი. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ყოველთვიურად.
მაკე და მეძუძური ცხოველების მკურნალობა ლეკვებსა და კნუტებში რწყილების ინვაზიის თავიდან ასაცილებლად:
ამცირებს რა რწყილების რაოდენობას, მაკე და მეძუძური ცხოველების ყოველთვიურად მკურნალობა ხელს უწყობს 7 კვირამდე ასაკის ლეკვებისა და კნუტების რწყილებით ინვაზიის თავიდან აცილებას.
დიროფილარიოზის პროფილაქტიკა (კატები და ძაღლები):
ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში ან, ცხოველში მწერების პირველი გამოვლენიდან მინიმუმ ერთი თვის შემდეგ. შემდეგ ყოველთვიურად მწერების სეზონის დასრულებამდე. ბოლო გამოყენება უნდა მოხდეს ცხოველში მწერების ბოლო გამოვლენის შემდგომ თვეში.
ასკარიდოზის მკურნალობა (კატები და ძაღლები):
მკურნალობა ითვალისწინებს ვეტერინარული პრეპარატის ერთჯერად გამოყენებას.
სისხლის მწოველი ტილების ინვაზიის მკურნალობა (კატები და ძაღლები):
მკურნალობა ითვალისწინებს ვეტერინარული პრეპარატის ერთჯერად გამოყენებას.
ყურის ტკიპების მკურნალობა (კატები)
მკურნალობა ითვალისწინებს ვეტერინარული პრეპარატის ერთჯერად გამოყენებას.
ყურის ტკიპების მკურნალობა (ძაღლები)
მკურნალობა ითვალისწინებს ვეტერინარული პრეპარატის ერთჯერად გამოყენებას. ყოველი გამოყენების წინ რეკომენდებულია გარე ყურის არხიდან ნარჩენების ნაზად ამოღება. რეკომენდებულია ვეტერინართან საკონტროლო ვიზიტი გამოყენებიდან 30 დღის შემდეგ, რადგანაც ზოგიერთ ძაღლში შესაძლოა საჭირო გახდეს მეორეჯერ გამოყენება.
ანკილოსტომოზის მკურნალობა (კატები)
მკურნალობა ითვალისწინებს ვეტერინარული პრეპარატის ერთჯერად გამოყენებას.
სარკოპტიკური მანჟის მკურნალობა (ძაღლები)
პარაზიტების სრულად გასანადგურებლად ვეტერინარული პრეპარატის ერთჯერადი დოზა გამოყენებულ უნდა იქნას ორჯერ, 1 თვის ინტერვალით.
რჩევები პრეპარატის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით:
გაყავით ცხოველის ბეწვი ისე, რომ კისრის ძირში, მხრის ძვალთან შიშველი კანის მცირე ნაწილი გამოჩნდეს. დაადეთ პიპეტის წვერი უშუალოდ კანის ამგვარ უბანზე, დაზელვის გარეშე. შემდეგ მაგრად დააჭირეთ პიპეტს, რათა მთლიანად გადმოვიდეს მისი შიგთავსი გამოყენების ერთ წერტილში. მოერიდეთ პროდუქტის შეხებას თითებთან.
გვერდითი მოვლენები: კატებში ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების შემდეგ, იშვიათად აღინიშნა მსუბუქი გარდამავალი ალოპეცია გამოყენების ადგილას. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ასევე შესაძლებელია აღინიშნოს ადგილობრივი და გარდამავალი გაღიზიანება.
ბეწვის ამგვარი ცვენა და გაღიზიანება უმეტესად სპონტანურად ალაგდება, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შესაძლოა საჭიროებდეს სიმპტომურ მკურნალობას.
დიდი რაოდენობით ალოკვის შემთხვევაში, იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში კატებში გამოვლინდეს ჰიპერსალივაცია. როგორც სხვა მაკროციკლური ლაქტონების შემთხვევაში, აღნიშნული ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ძაღლებში და კატებში ძალიან იშვიათ შემთხვევაში გამოვლინდა შექცევადი ნევროლოგიური ნიშნები, მათ შორის კრუნჩხვები.
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
–         ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთზე მეტ ცხოველში).
–         ხშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 100 ნამკურნალევი ცხოველიდან 1-დან 10-მდე ცხოველში).
–          არახშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 1000 ნამკურნალევი ცხოველიდან 1-დან 10-მდეცხოველში).
–         იშვიათი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 000 ნამკურნალევი ცხოველიდან 1-დან 10-მდეცხოველში).
–         ძალიან იშვიათი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 000 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთზე ნაკლებ ცხოველში, მათ შორის ცალკეული შემთხვევები).
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ 6 კვირაზე ნაკლები ასაკის ცხოველებში. არ გამოიყენოთ თანმხლები დაავადებების ან დასუსტებული და არასაკმარისი წონის მქონე (აღნაგობისა და ასაკის გამო) კატებში. არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები თითოეული სამიზნე სახეობისთვის:
ცხოველების დაბანა შესაძლებელია მკურნალობიდან 2 საათის შემდეგ ისე, რომ არ პრეპარატის ეფექტიანობა არ დაქვეითდება. არ გამოიყენოთ სველ ბეწვზე. თუმცა, შინაური ცხოველის შამპუნით დაბანა მკურნალობიდან 2 საათის ან მეტი ხნის შემდეგ არ შეამცირებს პროდუქტის ეფექტიანობას. ყურის ტკიპების სამკურნალოდ არ შეიყვანოთ პირდაპირ ყურის არხში.
პრეპარატის წასმა შესაძლებელია მხოლოდ კანზე. მისი მიღება არ შეიძლება პერორალური ან პარენტერალური გზით. მოარიდეთ ნამკურნალევი ცხოველები ცეცხლს ან აალების სხვა წყაროს 30 წუთის განმავლობაში ან მანამ, სანამ ბეწვი არ გაშრება. მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ მითითებული დოზები, რათა მინიმუმამდე შემცირდეს პროდუქტის რაოდენობა, რაც შესაძლოა რომ ცხოველმა ალოკოს.
სიფრთხილის სხვა ზომები:
პრეპარატის მიღებიდან მინიმუმ 2 საათის განმავლობაში არ დაბანოთ ცხოველები გამდინარე წყალში.
მაკეობა და ლაქტაცია:
პროდუქტი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მაკეობის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფ კატებსა და ძაღლებში.
ფერტილობა:
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია რეპროდუქციული ასაკის კატებსა და ძაღლებში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ან ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
არ არის ცნობილი.
დოზის გადაჭარბება (სიმპტომები, გადაუდებელი პროცედურები, ანტიდოტები):
სელამექტინის რეკომენდებულ დოზის 10-ჯერ მიღების შემდეგ გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. ზრდასრული გულის ფილარიებით დასნებოვნებულ ძაღლებსა და კატებში სელამექტინის რეკომენდებულზე 3-ჯერ მეტი დოზის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ განვითარებულა. სელამექტინი, რეკომენდებულზე 3-ჯერ მეტი დოზით ასევე გამოყენებულ იქნა რეპროდუქციული ასაკის მამრებში და მდედრებში, მათ შორის მაკე და მეძუძურ ცხოველებში და რეკომენდებულზე 5-ჯერ მეტი დოზით ივერმექტინის მიმართ მგრძნობიარე კოლებში, რა დროსაც არ განვითარებულა გვერდითი მოვლენები.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ გაუხსნელი პაკეტი მშრალ, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს ვეტერინარული პრეპარატი პიპეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვის ფორმა:
ევიქტო 15 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი კატებისთვის და ძაღლებისთვის ≤ 2,5 კგ
ევიქტო 30 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ძაღლებისთვის 2,6 კგ-დან 5,0 კგ-მდე
ევიქტო 45 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი კატებისთვის 2,6 კგ-დან 7,5 კგ-მდე
ევიქტო 60 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი კატებისთვის 7,6 კგ-დან 10,0 კგ-მდე
ევიქტო 60 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ძაღლებისთვის 5,1 კგ-დან 10,0 კგ-მდე
ევიქტო 120 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ძაღლებისთვის 10,1 კგ-დან 20,0 კგ-მდე
ევიქტო 240 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ძაღლებისთვის 20,1 კგ-დან 40,0 კგ-მდე
ევიქტო 360 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ძაღლებისთვის 40,1 კგ-დან 60,0 კგ-მდე