დეტალური აღწერა ყურისლოსიონი PreOtic AB ზოოჰიგიენური პროდუქტი შემადგენლობა: ლოსიონი PreOtic AB შეიცავს: ძმარმჟავას, ბორის მჟავას, გლიცერინს, 1,3-ბუტილენ გლიკოლს, ბენზილის სპირტს, ჩაის ხის ეთერზეთს და გამოხდილ წყალს. აღწერა: თეთრი ან გამჭვირვალე ხსნარი. სამიზნეცხოველები: ძაღლები, კატები, კურდღლები დანიშნულება: ლოსიონი PreOtic AB გამოიყენება ყურის ნიჟარის და სმენის არხების პროფილაქტიკური დამუშავებისთვის, აგრეთვე ყურის ნიჟარის დასამუსავებლად სამკურნალო მედიკამენტების გამოყენებამდე. მას აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი, ხელს უწყობს ქავილის შემცირებას და ამცირებს ანთებითი ქსოვილების მგრძნობელობას. ლოსიონები ეფექტურია ყურის ღრუს სეროზული შიგთავსისა და პათოლოგიური გამონადენის მოსაშორებლად. განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. გამოყენებისწესი დადოზირება: ჩააწვეთეთ საკმარისი რაოდენობის ლოსიონი ყურის არხში და შემდეგ ნაზად შეუზილეთ ყურის ძირი ერთი წუთის განმავლობაში. მოაშორეთ ჭარბი პროდუქტი მარლის ან ბამბის ტამპონით. პროფილაქტიკისთვის პროცედურა უნდა გაიმეოროთ კვირაში 1-2-ჯერ. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას ადგენს ვეტერინარი. უკუჩვენებები: ცხოველის ჰიპერმგრძნობელობა ლოსიონის კომპონენტების მიმართ, კანის დაზიანებები. შენახვისვადა: მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში შენახვის პირობების გათვალისწინებით 2 წელი წარმოების დღიდან. შეფუთვა: 100 მლ