მელოქსიკამი ბიოვეტა 5 მგ/მლ

79,00
GEL
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები
სახეობები:
ძაღლი
მწარმოებელი:
ბიოვეტა-ჩეხეთი
პრეპარატის ფორმა:
საინექციო ხსნარი
დეტალური აღწერა
მელოქსიკამი ბიოვეტა 5 მგ/მლ
საინექციო ხსნარი ძაღლებისა და კატებისთვის
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
მელოქსიკამი 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთანოლი 96% (v/v) 159.74 მგ
გამჭვირვალე, ყვითელი ან მოყვითალო-მომწვანო ფერის ხსნარი.
სამიზნე სახეობები: ძაღლები და კატები.
ჩვენებები:
ძაღლები:
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მწვავე და ქრონიკულ დაზიანებასთან დაკავშირებული ანთებითი რეაქციისა და ტკივილის შემსუბუქება.
ორთოპედიული და რბილი ქსოვილების ოპერაციების შემდეგ პოსტოპერაციული ტკივილისა და ანთების შემსუბუქება.
კატები:
საკვერცხეების ჰისტერექტომიის და რბილი ქსოვილების მცირე ოპერაციების შემდეგ პოსტოპერაციული ტკივილის შემსუბუქება.
გამოყენების წესი და დოზირება:
ჩვენება ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანების შემთხვევაში
ძაღლები:
პრეპარატი მიიღება კანქვეშა გზით.
0.4 მლ / 10 კგ სხეულის წონაზე.
მკურნალობის გაგრძელების მიზნით, ინექციიდან 24 საათის შემდეგ, შესაძლებელია 1.5 მგ/მლ მელოქსიკამი ბიოვეტას პერორალური სუსპენზიის გამოყენება 0.1 მგ მელოქსიკამი დოზით / კგ სხეულის წონაზე.
ოპერაციის შემდგომი ტკივილის შესამსუბუქებლად (24 საათის განმავლობაში)
პრეპარატი მიიღება ინტრავენურად ან კანქვეშა გზით.
0.4 მლ / 10 კგ სხეულის წონაზე.
პრეპარატი გამოიყენება ოპერაციამდე, მაგალითად, ანესთეზიის დროს.
კატები
პოსტოპერაციული ტკივილის შესამსუბუქებლად
პრეპარატი მიიღება კანქვეშა გზით.
0.06 მლ / კგ სხეულის წონაზე.
გამოიყენეთ ოპერაციამდე, მაგალითად, ანესთეზიის დროს.
გვერდითი რეაქციები:
ზოგჯერ აღინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მადის დაკარგვა, პირღებინება, დიარეა, განავალში ფარული სისხლდენა, აპათია და თირკმლის უკმარისობა. ძალიან იშვიათად აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
ძაღლებში იშვიათად ფიქსირდება ჰემორაგიული დიარეა, სისხლიანი პირღებინება და კუჭ-ნაწლავის წყლული.
აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძაღლებში, როგორც წესი, მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში ვლინდება, უმეტეს შემთხვევაში ატარებს გარდამავალ ხასიათს და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ისინი შეიძლება იყოს სერიოზული ან ფატალური.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ფსევდოანაფილაქსიური რეაქცია, რომლის მკურნალობაც უნდა მოხდეს სიმპტომურად.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ვეტერინარს.
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე ხასიათდება შემდეგი წესების მიხედვით:
  • ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები აღინიშნა 10-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ ცხოველში)
  • ხშირი (100-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ნამკურნალებ ცხოველში)
  • არახშირი (1,000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ნამკურნალებ ცხოველში)
  • იშვიათი (10,000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ნამკურნალებ ცხოველში)
  • ძალიან იშვიათი (10,000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ ცხოველში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით)
თუ შეამჩნევთ რაიმე სერიოზულ მოვლენას ან სხვა ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ შეფუთვის ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ვეტერინარ ქირურგს.
უკუჩვენებები
  • პრეპარატი არ გამოიყენება მაკე და მეძუძურ ცხოველებში.
  • პრეპარატი არ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების, როგორიცაა გაღიზიანება და სისხლდენა, მქონე ცხოველებში.
  • პრეპარატი არ გამოიყენება ღვიძლის, გულის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ჰემორაგიული დარღვევების მქონე ცხოველებში.
  • პრეპარატი არ გამოიყენება აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
  • პრეპარატი არ გამოიყენება 6 კვირაზე ნაკლები ასაკის ცხოველებში და 2 კგ-ზე ნაკლები წონის კატებში.
მაკეობა და ლაქტაცია:
ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოება მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისთვის დადგენილი არ არის.
ლოდინის პერიოდი:
არ არის გათვალისწინებული საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი ცხოველებისთვის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კონტეინერი შეინახეთ მუყაოს კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.
დაიცავით გაყინვისგან.
ვარგისობის ვადა:  2 წელი, შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე.
შეფუთვა: 1 x 10 მლ.