ჭიის წამალი ძაღლი/კატა, კანივერმი 2კგ (1ტბ=0.175 გრ)

2,00
GEL

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ფენბენდაზოლი – 37,5 მგ
პირანტელის ემბონატი – 36,0 მგ
პრაზიკვანტელი – 12, 5 მგ.
სამიზნე ცხოველები: ძაღლი და კატა
ჩვენება:
ნემატოდოზები: ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდიოზი, უნცინარიოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი.
ცესტოდები: დიფილიდიოზი, დიფილობოტრიოზი, ექინოკოკოზი, ტენიიდოზი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: კანივერმი ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედებით ძაღლის და კატის ნემატოდების და ცესტოდების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
ცხოველს ეძლევა პერორალურად საკვებთან ერთად ან ძალდატანებით (ენის ძირზე დადებით ან შპრიცით სუსპენზიის სახით).
პრეპარატი ცხოველებს ეძლევა ცოცხალი მასის მიხედვით:
2 კგ­მდე – 1/4 ტაბლეტი
2­დან 5 კგ­მდე – 1/2 ტაბლეტი
5­დან 10 კგ­მდე – 1 ტაბლეტი
10­დან 20 კგ­მდე – 2 ტაბლეტი
20­დან 30 კგ­მდე – 3 ტაბლეტი
30­დან 40 კგ­მდე – 4 ტაბლეტი
40 კგ­ის ზევით – 5 ტაბლეტი
სამკურნალო მიზნით პრეპარატი ეძლევა საჭიროების მიხედვით.
პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატი ეძლევა ყოველ 3 თვეში ერთხელ.
ლეკვების დეჰელმინთიზაცია ტარდება ექვსი კვირის ასაკიდან.
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მაკეობის პერიოდში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
შეფუთვის ფორმა: 100*1ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.