ყურის ლოსიონი PreOtic TRIS

4627176148655
31,00
GEL
  • ძაღლები, კატები, კურდღლები
  • ზოოჰიგიენური პროდუქტი
  • ლოსიონი
  • TRIS ბაზა, TRIS ჰიდროქლორიდი, EDTA
  • 100 მლ

აძლიერებს ანტიბაქტერიულ აგენტებს.
არ იწვევს გაღიზიანებას.
ეფექტურად ასუფთავებს ყურს.
ნებადართულია ყურის ფარდის პერფორაციის შემთხვევაში.

EDTA პროვოცირებს ლიპოპოლისაქარიდების გამოყოფას ბაქტერიული უჯრედის კედლის სტრუქტურიდან, რაც მას უფრო გამტარს ხდის და, შედეგად, ზრდის ამ ბაქტერიების მგრძნობელობას ანტიბიოტიკების მიმართ.
ტრომეტამინი ეწინააღმდეგება გარე ოტიტის დროს წარმოქმნილი ექსუდატის მჟავიანობას, რაც ხელს უწყობს ანტიბიოტიკების ეფექტურობის გაზრდას.
შემადგენლობა : PreOtic TRIS ლოსიონი შეიცავს: TRIS ბაზას, TRIS ჰიდროქლორიდს, ბენზილის სპირტს, EDTA და გაწმენდილ წყალს.
აღწერა : გამჭვირვალე სითხე უფეროდან ღია ყვითელამდე
დანიშნულება : „ლოსიონი PreOtic TRIS“ გამოიყენება ძაღლებისა და კატების ყურის და გარე სასმენი არხის ნაზად გასაწმენდად ყურის ცვილისგან, ჭუჭყისგან, ექსუდატის ქერქისგან; ხელს უწყობს გარე სასმენი არხის ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებას; მისი შემადგენელი ინგრედიენტების სინერგიული ეფექტი ხელს უწყობს მულტირეზისტენტული ბაქტერიული ოტიტის განკურნებას და ემსახურება რეციდივების ეფექტურ პრევენციას. PreOtic TRIS ლოსიონი არის პირველი არჩევანი კომპლექსური ბაქტერიული ოტიტის დროს მისი მოქმედების ფართო სპექტრის გამო, აძლიერებს ანტიბიოტიკების ეფექტს და უსაფრთხო გამოყენებას ყურის ფარდის პერფორაციის შემთხვევაში.
უკუჩვენებები : ცხოველთა ჰიპერმგრძნობელობა ლოსიონის კომპონენტების მიმართ, კანის დაზიანება.
გამოყენების წესი და დოზირება : ჩაასხით ლოსიონის საკმარისი რაოდენობა ყურის არხში და შემდეგ ნაზად შეიზილეთ ყურის ძირი ერთი წუთის განმავლობაში. მოიშორეთ ჭარბი პროდუქტი მარლის ბალიშით ან ბამბის ტამპონით. პროფილაქტიკისთვის პროცედურა უნდა გაიმეოროთ კვირაში 1-2-ჯერ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მას ადგენს ვეტერინარი.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი წარმოების დღიდან, შენახვის პირობების გათვალისწინებით მწარმოებლის გაუხსნელ შეფუთვაში.