ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები სახეობები: | ძაღლი მწარმოებელი: ბიოვეტა-ჩეხეთი პრეპარატის ფორმა: საინექციო სუსპენზია დეტალური აღწერა მელოქსიკამი ბიოვეტა 1.5 მგ/მლ პერორალური სუსპენზია ძაღლებისთვის შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: მელოქსიკამი 1.5 მგ დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი 5 მგ ყვითელი ან მოყვითალო-მომწვანო ფერის სუსპენზია. ჩვენებები: ძვალ-კუნთოვანი სისტემის მწვავე და ქრონიკული დარღვევებით გამოწვეული ანთებისა და ტკივილის შემსუბუქება. სამიზნე სახეობები: ძაღლები. გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება პერორალურად, საკვებში ან პირდაპირ ცხოველზე მიცემით. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. საწყისი მკურნალობა არის 1 მლ პროდუქტი / 7.5 კგ სხეულის წონაზე პირველ დღეს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემანარჩუნებელი დოზით , ანუ 1 მლ პროდუქტი / 15 კგ სხეულის წონაზე დღეში ერთხელ, 24-საათიანი ინტერვალებით. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, კლინიკური პასუხის დაფიქსირების შემდეგ (>4 დღის შემდეგ), პროდუქტის დოზა შეიძლება დარეგულირდეს ყველაზე დაბალი ეფექტიანი ინდივიდუალური დოზით, რაც ასახავს იმ ფაქტს, რომ ქრონიკულ ძვალ-კუნთოვან დარღვევებთან დაკავშირებული ტკივილისა და ანთების ხარისხი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზუსტ დოზირებას. კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
დააჭირეთ და მოხსენით თავსახური. მოათავსეთ აპლიკატორი ფლაკონის ყელში არსებულ დოზირების ჩანართში. გადმოაბრუნეთ ფლაკონი.
ამოიღეთ სასურველი დოზა აპლიკატორში.
დააბრუნეთ ფლაკონი საწყის პოზიციაზე. მოხსენით აპლიკატორი წრიული მოძრაობით. დააჭირეთ დგუშს აპლიკატორის შიგთავსის დასაცლელად საკვებ ჭურჭელში ან პირდაპირ პირში ჩასასხმელად.
კლინიკური პასუხი, როგორც წესი, 3-4 დღეში შეინიშნება. მკურნალობა უნდა შეწყდეს არაუგვიანეს 10 დღისა იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურ გაუმჯობესებას არ ექნება ადგილი. აღნიშნულის ნაცვლად, მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ვეტერინარული სამკურნალო პრეპრატით – მელოქსიკამი ბიოვეტა 5 მგ/მლ საინექციო ხსნარი. გვერდითი რეაქციები ზოგჯერ აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მადის დაკარგვა, პირღებინება, დიარეა, განავალში ფარული სისხლდენა, აპათია და თირკმლის უკმარისობა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ჰემორაგიული დიარეა, სისხლიანი პირღებინება, კუჭ-ნაწლავის წყლული და ღვიძლის ფერმენტების მომატება. აღნიშნული გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში ვლინდება, უმეტეს შემთხვევაში ატარებს გარდამავალ ხასიათს და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ისინი შეიძლება იყოს სერიოზული ან ფატალური. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ვეტერინარს. გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე ხასიათდება შემდეგი წესების მიხედვით:
ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები აღინიშნა 10-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ ცხოველში)
ხშირი (100-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ნამკურნალებ ცხოველში)
არახშირი (1,000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ნამკურნალებ ცხოველში)
იშვიათი (10,000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ნამკურნალებ ცხოველში)
ძალიან იშვიათი (10,000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ ცხოველში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით)
თუ შეამჩნევთ რაიმე სერიოზულ მოვლენას ან სხვა ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ შეფუთვის ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ვეტერინარ ქირურგს. უკუჩვენებები:
პრეპარატი არ გამოიყენება მაკე და მეძუძურ ცხოველებში.
პრეპარატი არ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების, როგორიცაა გაღიზიანება და სისხლდენა, ღვიძლის, გულის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისა და ჰემორაგიული დარღვევების მქონე ცხოველებში.
პრეპარატი არ გამოიყენება აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 კვირაზე ნაკლები ასაკის ძაღლებში.
მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას დეჰიდრატირებულ, ჰიპოვოლემიურ ან ჰიპოტენზიურ ცხოველებში, რადგან არსებობს თირკმლის ტოქსიკურობის გაზრდის პოტენციური რისკი.
პროდუქტი განკუთვნილია ძაღლებისთვის და მისი მიცემა არ შეიძლება კატებისთვის, ვინაიდან მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ამ სახეობისთვის.
მაკეობა და ლაქტაცია: ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოება მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისთვის დადგენილი არ არის. ლოდინის პერიოდი: არ არის გათვალისწინებული საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი ცხოველებისთვის. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით გაყინვისგან. კონტეინერი შეინახეთ მუყაოს კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით. ვარგისობის ვადა: 2 წელი, შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე. შეფუთვა: 10 მლ, 100 მლ.