დეტალური აღწერა შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებებს: აღწერილობა მილბემიცინის ოქსიმი პრაზიკვანტელი მილპრო 2,5 მგ / 25 მგ შემოგარსული ტაბლეტები პატარა ძაღლებისთვის და ლეკვებისთვის ოვალური, კრემისფერიდან ღია ყავისფრამდე ტაბლეტები, ხორცის არომატით, თითოეულ მხარეს გამყოფი ზოლით. ტაბლეტები შესაძლებელია გაიყოს ორად.
2,5 მგ
25,0 მგ მილპრო 12,5 მგ / 125 მგ შემოგარსული ტაბლეტები ძაღლებისთვის. ოვალური, კრემისფერიდან ღია ყავისფრამდე ტაბლეტები, ხორცის არომატით. 12,5 მგ 125,0 მგ ჩვენება: გამოიყენება ძაღლებში შემდეგი სახეობების ზრდასრული ბრტყელი ჭიებით და მრგვალი ჭიებით შერეული ინვაზიების მკურნალობისთვის: ბრტყელი ჭიები (ცესტოდები): Dipylidium caninum, Taenia spp., Echinococcus spp., Mesocestoides spp. მრგვალი ჭიები (ნემატოდები): Ancylostoma caninum, Toxocara canis, Toxascaris leonina, Trichuris vulpis, Crenosoma vulpis ,Thelazia callipaeda Angiostrongylus vasorum პროდუქტი შესაძლოა ასევე გამოყენებული იყოს დიროფილარიოზის (Dirofilaria immitis) პრევენციისთვის იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ცესტოდების საწინააღმდეგოდ თანადროული მკურნალობა. სამიზნე სახეობები: ძაღლები გამოყენება და დოზირების მეთოდი: მიიღება პერორალური გზით. მინიმალური რეკომენდებული დოზა: 0.5 მგ მილბემიცინის ოქსიმი და 5 მგ პრაზიკვანტელი ერთ კგ სხეულის წონაზე, ერთჯერადი პერორალური დოზის სახით. პროდუქტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ტაბლეტებს ხორცის არომატი აქვს და ადვილად მისაღებია (ჩვეულებისამებრ ძაღლები და ლეკვები უპრობლემოდ თანხმდებიან მათ მიღებას, საკვების გარეშეც კი). ტაბლეტები შეიძლება დაიყოს 2 ნაწილად. ძაღლის წონის გათვალისწინებით, მისაღები დოზები შემდეგია: წონა მილპრო 2,5 მგ / 25 მგ შემოგარსული ტაბლეტები პატარა ძაღლებისთვის და ლეკვებისთვის მილპრო 12,5 მგ / 125 მგ შემოგარსული ტაბლეტები ძაღლებისთვის 0,5 – 1 კგ 1/2 ტაბლეტი > 1 – 5 კგ 1 ტაბლეტი > 5 – 10 კგ 2 ტაბლეტი 5 – 25 კგ 1 ტაბლეტი > 25 – 50 კგ 2 ტაბლეტი > 50 – 75 კგ 3 ტაბლეტი იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მკურნალობა დიროფილარიოზის პროფილაქტიკისთვის და ამავდროულად აუცილებელია კესტოდების საწინააღმდეგო მკურნალობა, აღნიშნული პროდუქტი შესაძლოა ჩანაცვლდეს დიროფილარიოზის პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი მონოვალენტური პროდუქტით. რჩევები სწორად გამოყენებისთვის: Angiostrongylus vasorum-ით ინვაზიების სამკურნალოდ მილბემიცინის ოქსიმი გამოყენებულ უნდა იქნეს 4-ჯერ ერთკვირიანი ინტერვალით. როდესაც ცესტოდების საწინააღმდეგო მკურნალობა სხვა პრეპარატების მიღების პარალელურად ხდება, რეკომენდებულია პროდუქტის ერთხელ მიღება და შემდეგ დარჩენილი სამი კვირის განმავლობაში მკურნალობის გაგრძელება მილბემიცინის ოქსიმის შემცვლელი მონოვალენტური პროდუქტით. ენდემურ ზონებში, თუ ცესტოდების საწინააღმდეგო მკურნალობა სხვა პრეპარატების მიღების პარალელურად ხდება, პროდუქტის ყოველ 4 კვირაში ერთხელ მიღება შესაძლებელს ხდის ანგიოსტრონგილოზის პროფილაქტიკას მოუმწიფებელ მოზრდილებში (L5) და მოზრდილებში პარაზიტების შემცირებით. Thelazia callipaeda-ს სამკურნალოდ მილბემიცინის ოქსიმი მიღებულ უნდა იქნას ორჯერ, შვიდი დღის ინტერვალით. როდესაც ცესტოდების საწინააღმდეგო მკურნალობა სხვა პრეპარატების მიღების პარალელურად ხდება, პროდუქტი შესაძლოა ჩანაცვლდეს მონოვალენტური პროდუქტით, რომელიც შეიცავს მხოლოდ მილბემიცინის ოქსიმს. გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად ვეტერინარული პრეპარატის მიღების შემთხვევაში ძაღლებს შესაძლოა აღენიშნოთ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, სისტემური სიმპტომები (როგორიცაა ლეთარგია), ნევროლოგიური სიმპტომები (როგორიცაა კუნთების კანკალი, ატაქსია და კრუნჩხვები) და/ან გასტროენტეოროლოგიური სიმპტომები (როგორიცაა პირღებინება, დიარეა, ანორექსია და ნერწყვდენა). გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთზე მეტ ცხოველში).
ხშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 100 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთიდან ათამდე ცხოველში).
არახშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 1000 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთიდან ათამდე ცხოველში).
იშვიათი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 000 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთიდან ათამდე ცხოველში).
ძალიან იშვიათი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 000 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთზე ნაკლებ ცხოველში, მათ შორის ცალკეული შემთხვევები).
თუ შენიშნავთ რაიმე სახის გვერდით მოვლენას, თუნდაც ისეთ გვერდით მოვლენებს, რომელებიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში მითითებული არ არის ან თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის მოქმედება არ არის ეფექტური, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს. უკუჩვენებები: მილპრო 2,5 მგ / 25 მგ შემოგარსული ტაბლეტები პატარა ძაღლებისთვის და ლეკვებისთვის მილპრო 12,5 მგ / 125 მგ შემოგარსული ტაბლეტები ძაღლებისთვის
არ გამოიყენოთ 2 კვირამდე ასაკის და/ან 0,5 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ლეკვებში. არ გამოიყენოთ 5 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ძაღლებში.
არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. ასევე იხილეთ პუნქტი „სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები“.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები: ჭიების კონტროლის პროგრამის ეფექტიანად განსახორციელებლად რეკომენდებულია პროფესიონალის რჩევის გაზიარება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ეპიდემიოლოგიური კონტექსტი და ძაღლის საცხოვრებელი პირობები. ანტიჰელმინთების კონკრეტული სახეობის მიმართ შესაძლოა განვითარდეს პარაზიტების რეზისტენტობა იმ შემთხვევაში, თუ ხშირად ხდება ამ სახეობის ანტიჰელმინთების გამოყენება. რეკომენდებულია სახლში არსებული ყველა ცხოველის ერთდროულად მკურნალობა. Dipylidium caninum-ით ინვაზიის შემთხვევაში, შუალედური მასპინძლების წინააღმდეგ, როგორიცაა რწყილები და ტილები, თანადროულად მკურნალობით, შესაძლებელია ხელახალი ინვაზიის თავიდან აცილება. რადგან ტაბლეტები არომატიზირებულია, შემთხვევითი გადაყლაპვის თავიდან ასაცილებლად, შეინახეთ ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ცხოველთან გამოყენებისას: მილბემიცინის ოქსიმით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ უსაფრთხოების ზღვარი კოლის ჯიშის ზოგიერთ ძაღლში ან მათთან დაკავშირებული ძაღლების ჯიშებში უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ჯიშებში. ამ ძაღლებში რეკომენდებული დოზა ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ამ ჯიშის ახალგაზრდა ლეკვებში პროდუქტის ამტანობა არ არის შესწავლილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კოლის ჯიშის ძაღლებში კლინიკური ნიშნები იგივეა, რაც სხვა ჯიშის ძაღლებში. კარგი ვეტერინარული პრაქტიკის შესაბამისად, დოზირების განსაზღვრის მიზნით საჭიროა ცხოველების აწონვა. დიდი რაოდენობით მოცირკულირე მიკროფილარიის მქონე ძაღლების მკურნალობამ ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება, როგორიცაა ლორწოვანი გარსების სიფითრე, პირღებინება, კანკალი, სუნთქვის გაძნელება ან გადაჭარბებული ნერწყვდენა. აღნიშნული რეაქციები გამოწვეულია მკვდარი ან მომაკვდავი მიკროფილარიებიდან ცილების გამოყოფით და არ წარმოადგენს პრეპარატის უშუალო ტოქსიკურ ეფექტს. შესაბამისად, პრეპარატის გამოყენება მიკროფილარიით დაავადებული ძაღლებისთვის რეკომენდებული არ არის. დიროფილარიოზით დაავადებულ ზონებში ყოფნისას ან როდესაც ცნობილია, რომ ძაღლი იყო ან უნდა წავიდეს რისკის ზონაში, პროდუქტის გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინარული გამოკვლევა, Dirofilaria immitis-ით რაიმე თანმხლები ინვაზიის გამორიცხვის მიზნით. დადებითი დიაგნოზის შემთხვევაში, პროდუქტის მიღებამდე საჭიროა ინსექტიციდებით თერაპია. 4 კვირაზე ნაკლები ასაკის მქონე ძაღლებში, ლენტის ჭიებით ინფიცირება იშვიათია. 4 კვირამდე ასაკის ცხოველების კომბინირებული პრეპარატით მკურნალობა შესაძლოა არ იყოს საჭირო. მაკეობა და ლაქტაცია: ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აქტიური ნივთიერებების ამ კომბინაციას კარგად იტანენ რეპროდუქციულ პერიოდში, მათ შორის მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ძაღლები. ვინაიდან აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული კვლევა არ ჩატარებულა, ამ პროდუქტის გამოყენება მაკეობის ან ლაქტაციის პერიოდში უნდა მოხდეს პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ სარგებლის/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ. პრეპარატების ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: პრაზიკვანტელის/მილბემიცინის ოქსიმის კომბინაციის სელამექტინთან ერთად მიღება კარგად გადაიტანება. არანაირი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა სელამექტინის და პრაზიკვანტელის/მილბემიცინის ოქსიმის კომბინაციის რეკომენდებული დოზით მიღებისას. სხვა კვლევების არარსებობის გამო, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ამ პროდუქტის სხვა მაკროციკლურ ლაქტონებთან ერთად მიღების შემთხვევაში. დოზის გადაჭარბება (სიმპტომები, გადაუდებელი პროცედურები, ანტიდოტები), საჭიროების შემთხვევაში: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ გამოვლენილა სხვა ისეთი სიმპტომები, რომელიც მითითებული არ არის რეკომენდებულ დოზებში. შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტემპერატურასთან დაკავშირებით არ არსებობს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი, არ გამოიყენოთ ეს ვეტერინარული პრეპარატი კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ტაბლეტის გამოუყენებელი ნახევარი შეიძლება მოთავსდეს ბლისტერში და შეინახოთ ჭიების მოშორებამდე, მაგრამ შეფუთვის გახსნიდან არა უმეტეს 6 თვისა. გამოშვების ფორმა: მილპრო 2,5 მგ / 25 მგ შემოგარსული ტაბლეტები პატარა ძაღლებისთვის და ლეკვებისთვის მილპრო 12,5 მგ / 125 მგ შემოგარსული ტაბლეტები ძაღლებისთვის