ეფიტიქსი Effitix Spot-On Solution Dogs Large Size 40-60 Kg 4 Pipettes

38,15
GEL

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებ(ებ)ის და სხვა კომპონენტ(ებ)ის ჩამონათვალი:
თითოეული პიპეტი შეიცავს:
ფიპრონილიპერმეტრინიბუთილჰიდროქსიანიზოლი (E320)ბუთილჰიდროქსიიტოლუენი(E321)
დამხმარე ნივთიერებები*ეფიტიქსი ძალიან პატარა ჯიშის ძაღლებისთვის26,84 მგ239,8 მგ0,088 მგ0,044 მგQSP 0,44 მლეფიტიქსი პატარა ჯიშის ძაღლებისთვის67,1 მგ599,5 მგ0,22 მგ0,11 მგQSP 1,1 მლეფიტიქსი საშუალო ჯიშის ძაღლებისთვის134,2 მგ1199,0 მგ0,44 მგ0,22 მგQSP 2,2 მლეფიტიქსი დიდი ჯიშის ძაღლებისთვის268,4 მგ2398,0 მგ0,88 მგ0,44 მგQSP 4,4 მლეფიტიქსი ძალიან ჯიშის დიდი ძაღლებისთვის402,6 მგ3597,0 მგ1,32 მგ0,66 მგQSP 6,6 მლ
* სხვა კომპონენტები: ბენზილის სპირტი, დიეთილენგლიკოლის მონოეთილის ეთერი. მოყვითალო ხსნარი.
ჩვენება: გამოიყენება ძაღლებში, რწყილებით და/ან ტკიპებით ინვაზიის დროს, როდესაც ასევე აუცილებელია ქვიშის ბუზების და/ან კოღოების მიმართ რეპელენტური მოქმედება (ნაკბენისგან დაცვა).
რწყილები: რწყილებით (Ctenocephalides felis) ინვაზიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ძაღლის რწყილები იხოცებიან მკურნალობიდან 24 საათის განმავლობაში.
ერთჯერად მკურნალობას აქვს ხანგრძლივი მოქმედება ზრდასრული რწყილებით ხელახალი ინვაზიის წინააღმდეგ ოთხი კვირის განმავლობაში. პროდუქტი შესაძლოა ჩართული იყოს რწყილის ნაკბენზე ალერგიული დერმატიტის (DAPP) მკურნალობის სქემაში, როდესაც ვეტერინარის მიერ უკვე დადგენილია ეს დაავადება.
ტკიპები: ტკიპებით (lxodes ricinus) ინვაზიების მკურნალობა. ერთჯერადი გამოყენება უზრუნველყოფს 4-კვირიან მუდმივ აკარიციდულ მოქმედებას ტკიპებით (Ixodes ricinus, Dermacentor reticulatus და Rhipicephalus sanguineus) ინვაზიის წინააღმდეგ.
Dermacentor reticulatus ან Rirrplcephalus sanguineus სახეობის არსებობის შემთხვევაში გამოყენების დროს, შესაძლოა ყველა არ დაიხოცოს 48 საათის განმავლობაში.
ქვიშის ბუზები და კოღოები: ერთჯერადი გამოყენება უზრუნველყოფს რეპელენტურ (ნაკბენისგან დაცვის) მოქმედებას კოღოების (Phlebotomus perniciosus) და  (Culex pipiens, Aedes aegyptl) მიმართ ოთხი კვირის განმავლობაში.
სამიზნე სახეობები: ძაღლები.
გამოყენება და დოზირების მეთოდი:
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. ადგილობრივი გამოყენებისთვის. დოზირება: მინიმალური რეკომენდებული დოზაა 6,7 მგ ფიპრონილი ერთ კგ სხეულის წონაზე და 60 მგ პერმეტრინი ერთ კგ სხეულის წონაზე.
ძაღლის წონაფიპრონილი (მგ)პერმეტრინი (მგ)1,5 – 4 კგ26,82404 – 10 კგ6760010 – 20 კგ134120020 – 40 კგ268240040 – 60 კგ4023600
60 კგ-ზე მეტი წონის ძაღლების შემთხვევაში, გამოიყენეთ პიპეტების შესაბამისი კომბინაცია.
გამოყენების მეთოდი: ამოიღეთ პიპეტი ბლისტერიდან. დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. შეეხეთ პიპეტის ვიწრო ნაწილს, რათა დარწმუნდეთ, რომ შიგთავსი გადავიდა პიპეტის ცენტრალურ ნაწილში. მოატეხეთ პიპეტს თვითმტვრევადი ბოლო გრავირებული ხაზის გასწვრივ. გადაუწიეთ ცხოველს ბეწვი მანამ, სანამ კანი არ გამოჩნდება. პიპეტის წვერი მოათავსეთ უშუალოდ კანზე, ფრთხილად მოუჭირეთ რამდენჯერმე, რათა სრულად დაცარიელდეს პიპეტის შიგთავსი, ძაღლის წონის შესაბამისად, ორ-ოთხ ადგილას, ზურგის გასწვრივ მხრებსა და კუდის ძირს შორის. 20 კგ-ზე ნაკლები წონის ძაღლების შემთხვევაში, გამოიყენეთ პროდუქტი ორ ადგილას. 20 კგ-ზე მეტი წონის ძაღლების შემთხვევაში, გამოიყენეთ პროდუქტი 2-4 ადგილას.
თერაპიული სქემა: პროდუქტი განოიყენება მაშინ, როდესაც დადასტურდება ინვაზია ან არსებობს რწყილების და/ან ტკიპების ინვაზიის საფრთხე, და როდესაც ასევე საჭიროა ქვიშის ბუზების და/ან კოღოების მიმართ რეპელენტური მოქმედება (ნაკბენისგან დაცვა).
პარაზიტის ზემოქმედების შესაბამისად, ვეტერინარმა შესაძლოა გირჩიოთ მკურნალობის განმეორება. ორ მკურნალობას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 კვირა.
გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად აღინიშნა კანის რეაქციები გამოყენების ადგილზე (ქავილი, ერითემა, ალოპეცია) და გენერალიზებული ქავილი. ძალიან იშვიათად აღინიშნა ქცევის შეცვლა (ჰიპერაქტიურობა/აჟიტირება), ნევროლოგიური დარღვევები (ლეთარგია, კუნთების კანკალი, კრუნჩხვები, ატაქსია), ასევე პირღებინება
ალოკვის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს გარდამავალი ჰიპერსალივაცია.
გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
  • ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთზე მეტ ცხოველში)
  • ხშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 100 ნამკურნალევი ცხოველიდან 1-დან 10-მდე ცხოველში)
  • არახშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 1000 ნამკურნალევი ცხოველიდან 1-დან 10-მდე ცხოველში)
  • იშვიათი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 000 ნამკურნალევი ცხოველიდან 1-დან 10-მდე ცხოველში)
  • ძალიან იშვიათი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 000 ნამკურნალევი ცხოველიდან ერთზე ნაკლებ ცხოველში, მათ შორის ცალკეული შემთხვევები).
თუ შენიშნავთ რაიმე სახის გვერდით მოვლენას, თუნდაც ისეთ გვერდით მოვლენებს, რომელებიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში მითითებული არ არის, ან თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის მოქმედება არ არის ეფექტური, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ კურდღლებში ან კატებში, რადგან ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს ლეტალური გვერდითი მოვლენები (ასევე იხილეთ პუნქტი „სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ცხოველთან გამოყენებისას“). არ გამოიყენოთ ავადმყოფ ცხოველებში (სისტემური დაავადებები, ცხელება, …) ან გამოჯანმრთელების პერიოდში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები: პროდუქტი აქტიური რჩება ცხოველის მზეზე ყოფნის შემდეგ ან თუ ბეწვის საფარი წვიმაში დასველდება. მოერიდეთ ნამკურნალევი ძაღლების ხშირ დაბანას, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა იქონიოს პროდუქტის მოქმედების ხანგრძლივობაზე. რწყილებით დასნებოვნებულ ძაღლებს შესაძლოა აღენიშნოთ ალერგიული რეაქცია რწყილის ნერწყვზე, რომელსაც ეწოდება ალერგიული დერმატიტი რწყილის ნაკბენზე (DAPP).
კვლევებმა აჩვენა, რომ კოღოების ნაკბენისგან დაცვის მოქმედება გრძელდება ოთხი კვირის განმავლობაში. ამიტომ, ენდემურ ადგილას მცირე ხნით ყოფნისას (4 კვირაზე ნაკლები პერიოდი), რეკომენდებულია მკურნალობა უშუალოდ წასვლის წინ. ენდემურ რეგიონში უფრო ხანგრძლივად ყოფნის შემთხვევაში (მაგალითად ენდემურ ზონაში მცხოვრები ან იქ 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მყოფი ცხოველები), მკურნალობის განრიგი უნდა განისაზღვროს ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად.  სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ცხოველთან გამოყენებისას: მკურნალობის დაწყებამდე, ცხოველები სათანადო სიზუსტით უნდა აიწონონ. აღნიშნული პროდუქტის უსაფრთხოება დადგენილი არ არის 12 კვირამდე ასაკის ან 1,5 კგ-ზე ნაკლები წონის ძაღლებში. მოერიდეთ პიპეტის შიგთავსის ნებისმიერი სახის კონტაქტს ნამკურნალევი ძაღლების თვალებთან ან პირთან. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული პროდუქტის ნებისმიერი სახით გადაყლაპვა ნამკურნალევი ცხოველების ან მათთან კონტაქტში მყოფი სხვა ნებისმიერი ცხოველის მიერ ალოკვის გზით.
ეს პროდუქტი უკიდურესად ტოქსიკურია კატებისთვის და შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური, კატების განსაკუთრებული ფიზიოლოგიის გამო, რომელიც მათ არ აძლევს ზოგიერთი ნივთიერებების, მაგალითად, პერმეტრინის მეტაბოლიზმის შესაძლებლობას. კანზე შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში, დაბანეთ კატა შამპუნით ან საპნით და დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. კატების პროდუქტთან შემთხვევითი კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, მოაშორეთ ნამკურნალევი ძაღლები კატებს მანამ, სანამ არ გაშრება დამუშავებული ადგილი. იზრუნეთ იმაზე, რომ კატებმა არ გაულოკონ დამუშავებული ადგილი ძაღლს, რომელიც ახლახან ჩაუტარდა მკურნალობა. ამ ტიპის კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.
არ გამოიყენება კურდღლებში და კატებში.
სიფრთხილის სხვა ზომები: ფიპრონილმა და პერმეტრინმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ წყლის ორგანიზმებზე. არ დაუშვათ ძაღლებს წყლის ნაკადებში დაბანა პროდუქტის გამოყენების შემდეგ 2 დღის განმავლობაში. პროდუქტმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სახლში არსებულ ზედაპირებზე, მასალებზე და ავეჯზე. აღნიშნულ მასალებთან კონტაქტამდე, დაელოდეთ გამოყენების ადგილის გაშრობას. მაკეობა და ლაქტაცია: ფიპრონილსა და პერმეტრინზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე სახის მავნე ზემოქმედება ემბრიონზე ან ნაყოფზე. თუმცა, ამ პროდუქტის შესახებ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა მაკე ან მეძუძურ ძაღლებზე. პროდუქტის გამოყენება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ დადგენილი სარგებლის/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ან ურთიერთქმედების სხვა ფორმები: არ არის ცნობილი.
დოზის გადაჭარბება (სიმპტომები, გადაუდებელი პროცედურები, ანტიდოტები): პროდუქტის უსაფრთხოება ნაჩვენებია რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე 5-ჯერ მეტ დოზაზე, ჯანმრთელ 12 კვირის ლეკვებში, რომლებსაც ჩაუტარდთ მკურნალობა 3-ჯერ 3-კვირიანი ინტერვალით.
არათავსებადობა: არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. შეინახეთ პირველადი შეფუთვა გარე შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად. შენახვა პირველადი შეფუთვის გახსნის შემდეგ: დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. არ გამოიყენოთ პიპეტზე „EXP“ ნიშნის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა:
1 პიპეტის 1 თერმოფორმირებული ბლისტერის შემცველი კოლოფი.
2 პიპეტის 2 თერმოფორმირებული ბლისტერის შემცველი კოლოფი.
2 პიპეტის 12 თერმოფორმირებული ბლისტერის შემცველი კოლოფი.
2 პიპეტის 30 თერმოფორმირებული ბლისტერის შემცველი კოლოფი.