სიმპარიკა (საროლანერი) ტაბლ. 20მგ*3 (5-10კგ) (Simparica)

26,60
GEL

დეტალური აღწერა

აღწერილობა: საღეჭი ტაბლეტები წინწკლებიანი, ყავისფერი შეფერილობის, კვადრატული ფორმის მომრგვალებული ბოლოებით.
ტაბლეტის ერთ მხარეზე ამოტვიფრულია „5“, „10“, „20“, „40“, „80“ ან „120“, რაც მიუთითებს მოქმედი ნივთიერების რაოდენობაზე ტაბლეტში.
შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:
1 ტაბლეტის წონასაროლანერის რაოდენობა125 .მგ.5 მგ250 მგ10 მგ500 მგ20 მგ1000 მგ40 მგ2000 მგ80 მგ3000 მგ120 მგ
დამხმარე ნივთიერებები: აცეტატ სუქცინატის ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კაჟის ფიოქსინი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, შაქარი საკონდიტრო, გლუკოზა, ღორის ღვიძლის გამომშრალი ფხვნილი, ჰიდროლიზებული მცენარეული ცილა, A ტიპის ჟელატინი, ხორბლის ჩანასახი, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
საროლანერის ბიოწვდომა პერორალური შეყვანის შემდეგ აღწევს 85%-მდე.
საროლანერი ვრცელდება ცხოველების ორგანიზმის ქსოვილებით და გამოიდევნება ქსოვილებიდან სისხლის პლაზმაში ნახევარდაშლის ხარჯზე.
საროლანერის გამოდევნის ძირითადი გზაა ნაღველი და გამოყოფა ფეკალიებით.
საროლანერი განეკუთვნება იზოქსაზოლინების ჯგუფს, გააჩნია აკარიციდული და ინსექტიციდური მოქმედება. მისი მოქმედება იწვევს ექტოპარაზიტების ნერვული სისტემის დაზიანებას და მათ დაღუპვას. ასეთი მოქმედება დამახასიათებელია მხოლოდ უხერხემლოებისათვის და უსაფრთხოა ძუძუმწოვრებისათვის.
საროლანერი აქტიურია ზრდასრული რწყილების (Ctenocephalides canis, C. felis), ზოგიერთი სახეობის ტკიპების (Dermacemtor reticulatus, Ixodes hehagonus, I. Ricinus, Rhipiecephalus sanguineus და Sacroptes scabiei) წინააღმდეგ. ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადგინეს საროლანერის აქტივობა ტკიპების ისეთი სახეობების წინააღმდეგ, როგორებიცაა Dermacentor variabilis, Ixodes scapularis, Amblyomma americanum, ასევე Demodex canis და Otodectes cynotis.
პრეპარატ საროლანერის გამოყენების შემდეგ აქტივობა რწყილების წინააღმდეგ იწყება 8 საათის შემდეგ, ტკიპების (Ixodes ricinus) წინააღმდეგ 12 საათის შემდეგ და გრძელდება გამოყენებიდან 35 დღე-ღამის განმავლობაში.
პრეპარატი სიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, მოქმედებს 35 დღე-ღამის განმავლობაში ყველა სახეობის რწყილებზე, რომლებიც პარაზიტობენ ძაღლებზე, და იწვევენ რწყილების დაღუპვას, სანამ ისინი დაიწყებენ კვერცხების დადებას, რაც თავიდან აცილებს ცხოველების სამყოფელის კვერცხებით დაბინძურებას, რომლებიც დაზიანებული არიან რწყილებით.
რწყილები და ტკიპები უნდა მიეკვრნენ ძაღლის კანს და ჩაყლაპონ პრეპარატის აქტიური კომპონენტი. პრეპარატი იწვევს რწყილების დაღუპვას, რომლებიც პარაზიტობენ ცხოველზე 8 საათის შემდეგ, ტკიპების – 12 საათის შემდეგ.
ცხოველების მკურნალობა პრეპარატით განპირობებულია დაავადებების წარმოშობის რისკის დაქვეითებით, რომლებიც გადაიტანებიან ტკიპებით (ძაღლების ბაბეზიოზი, ანაპლაზმოზი, ბორელიოზი), 5 კვირის განმავლობაში.
გამოყენება და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება ძაღლებზე ერთჯერადად პერორალურად ცხოველების საკვებთან ერთად ან მის გარეშე დოზით 2-4 მგ/კგ ცხოველის მასაზე.
სიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 5 მგერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით 1,3-2,5 კგსიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 10 მგერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით > 2,5-5 კგსიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 20 მგერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით > 5-10 კგსიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 40 მგერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით > 10-20 კგსიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 80 მგერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით > 20-40 კგსიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 120 მგერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით > 40-60 კგ
ძაღლებისათვის სხეულის მასით > 60 კგ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციების შესაბამისად
ცხოველები, ჩვეულებრივ, ითვისებენ პრეპარატს პრობლემების გარეშე, რამდენადაც მას გააჩნია ღვიძლის სასიამოვნო გემო. თუ ძაღლი არ ჭამს ტაბლეტს თვითონ, მას აძლევენ ცხოველთა საკვებთან ერთად ან იძულებით, ტაბლეტის დაყოფა არ დაიშვება.
იქსოდიდოზური და სიფონაფტეროზული ინვაზიების მკურნალობის დროს პრეპარატს იყენებენ ძაღლებში თვეში ერთხელ ტკიპების აქტიურობის სეზონის განმავლობაში, ეპიზოოტური სიტუაციების შესაბამისად.
სარკოპტოზის და ოტოდექტოზის მკურნალობის დროს პრეპარატს იყენებენ ძაღლებში თვეში ერთხელ ორი თვის განმავლობაში,
დემოდეკოზის მკურნალობის დროს პრეპარატს იყენებენ ძაღლებში თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში.
გვერდითი მოქმედებები:
იზოქსაზოლინების ჯგუფის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ნევროლოგიური მოვლენები, როგორებიცაა კუნთების ტრემორი, ატაქსია ან კრუნჩხვები მოქმედი ნივთიერებისდამი მიმართ მგრძნობიარე ძაღლებში.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ ძაღლებში, რომლებიც არიან მგრძნობიარენი მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ!
არ გამოიყენოთ დაავადებულ და დასუსტებულ ცხოველებში!
არ გამოიყენოთ 8 კვირაზე ნაკლები ასაკის და 1,3 კგ-მდე სხეულის მასის მქონე ლეკვებში აუცილებელი საჭიროების გარეშე და ვეტერინარული მედიცინის ექიმის გარეშე!
არ გამოიყენოთ სხვა ცხოველებში, ძაღლების გარდა!
შენახვის ფორმა:
მშრალი ბნელი, ბავშვებისათვის მიუწვდომელი ადგილი, 2-დან 300 ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 30 თვე
შეფუთვა: ალუმინის ბლისტერი 1,3 და 6 საღეჭი ტაბლეტით.