რიკარფა / Rycarfa / ხორცის ტაბლეტები 50 მგ

2,40
GEL
მოკლე აღწერა:
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: რიკარფას ტაბლეტები ხორცის გემოთი.
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: კარპროფენი (Carprofen)
სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები, პერორალურად მისაღები
შემადგენლობა: ხორცის გემოს მქონე რიკარფას ერთი ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: კარპროფენს 50მგ.
აღწერილობა: აღნიშნული ტაბლეტები მუქი ყავისფერია, ცალ მხარეს გამყოფი ზოლით და დახრილი ნაპირით.
გამოყენების ჩვენებები და წესი
რიკარფას ტაბლეტები ხორცის გემოთი გამოიყენება ძაღლებისთვის:
-   ანთებისა და ტკივილის სინდრომის დროს, რომელიც ვითარდება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს;
-   როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
პრეპარატი გამოიყენება ინდივიდუალურად, პერორალურად, კარპროფენის დღეღამური დოზით 4.0მგ/კგ-ზე, ( პრაქტიკული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტი 12,5 კგ/ ცოცხალ წონაზე) რომლის ორ ნაწილად გაყოფაა რეკომენდირებული. 7-დღიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით დოზის შემცირება რეკომენდირებულია 2მგ/კგ -მდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადების დროს დამოკიდებულია ცხოველის მდგომარეობაზე და განისაზღვრება მკურნალი ვეტერინარი.
შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატი ინახება მწარმოებლის მიერ წარმოებულ დახურულ შეფუთვაში, საკვები პროდუქტებისგან და საკვებისაგან მოშორებით, მზის სხივებისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 0-დან-250C -მდე ტემპერატურაზე
ვარგისობის ვადა: 3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
გვერდითი ეფექტები: სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ზედოზირების შემთხვევაში, აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, ღებინება და დიარეა.
იკრძალება გამოყენება:
-   მეძუძური ძაღლისთვის, ლაქტაციის დროს მისი გამოყენება განისაზღვრება ვეტერინარის მიერ მიღებული სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე
-   დაუშვებელია სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენება, ასევე მათი მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში.