მილოჯიკ ურო 1მგ

60,00
GEL
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრემიქსები საკვებდანამატები
სახეობები:
ძაღლი | კატა
მწარმოებელი:
მირალეკი-რუსეთი
პრეპარატის ფორმა:
ტაბლეტი
დეტალური აღწერა
მილოჯიკ ურო
D-მანოზა + შტოში მოზრდილი ცხოველებისთვის                                                                                                                                                                                  შემადგენლობა: „მიოჯიკ ურო D-მანოზა + შტოში“ ფუნქციური სასუსნავი შეიცავს: D-მანოზას (450 მგ თითო ტაბლეტში), შტოშის ნაყოფის ექსტრაქტს (100 მგ თითო ტაბლეტში), იასამნისფერი ექინაცეას ექსტრაქტს (10 მგ თითო ტაბლეტში), ცხრატყავას ნაყოფის ექსტრაქტს (10 მგ თითო ტაბლეტში), კროსპოვიდონს, არომატიზატორს, სილიციუმის დიოქსიდს, მაგნიუმის სტეარატს და მიკროკრისტალურ ცელულოზას. პროდუქტის 100 გ-ზე: ნახშირწყლები – 98 გ, ცილა – 0 გ, ცხიმი – 0 გ. ენერგეტიკული ღირებულება 100 გ-ზე: 158 კკალ.
ორმხრივად ამობურცული, ოვალური ფორმის ტაბლეტები, ვარდისფერი ფერის თეთრი ლაქებით და ტკბილი გემოთი.
ჩვენება: „ფუნქციური სასუსნავი მილოჯიკ ურო D-მანოზა + შტოში“ ხელს უწყობს ბაქტერიული ცისტიტის განვითარების პრევენციას და შარდის ბუშტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. D-მანოზის წყალობით, ცისტიტის გამომწვევი ბაქტერიები ნაკლებად მობილური და პათოგენური ხდება. სასარგებლო მიკროფლორა არ ირღვევა. გარდა ამისა, D-მანოზის შემცველი მილოჯიკი ურო ხელს უწყობს სასარგებლო რძემჟავა ბაქტერიების ზრდას. მილოჯიკი ურო უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის, რადგან ის არ ზრდის სისხლში შაქრის დონეს. D-მანოზის შემცველი მილოჯიკი ურო შეიძლება დაინიშნოს მორეციდივე და სპორადული ცისტიტის, ასევე ასიმპტომური ბაქტერიოზის დროს. D-მანოზისა და შტოშის შემცველი მილოჯიკი ურო სასარგებლოა სტროვიტული უროლითიაზის მქონე პაციენტების კომპლექსური მკურნალობის გეგმის ნაწილად, რადგან ის ხელს უწყობს შარდის ოპტიმალური pH-ის (6.0-ზე ნაკლები) მიღწევას.
მიღების წესი და დოზირება: კატებისა და ძაღლების „მილოჯიკ ურო D-მანოზის + შტოშის ფუნქციური სასუსნავის“ მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, სხეულის წონის 10 კგ-ზე 1 ტაბლეტის ოდენობით. ამ სასუსნავის მიღება შესაძლებელია როგორც ყოველდღიურ რაციონთან ერთად, ასევე მის გარეშე. ის განკუთვნილია რეგულარული გამოყენებისთვის, იმ პირობით, რომ ცხოველს არ აღენიშნება რაიმე გვერდითი მოვლენები.
უკუჩვენებები: არ არსებობს.
შენახვის ვადა: 2 წელი წარმოების დღიდან, სათანადოდ გაუხსნელ შეფუთვაში შენახვის შემთხვევაში.
შეფუთვა: 30 ტაბლეტი.