სავაჭრო დასახელება ფენბენდაზოლი 500 FENBENDAZOLE 500
წამლის ფორმა პერორალური ბოლუსი
აღწერა წითელი ფერის, მოგრძო ფორმის ბოლუსები, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით, გარსის გარეშე, ცალ მხარეს გამყოფი ჭდით მეორე მხარეს მწარმოებლის აღნიშვნით.
შემადგენლობა 1ბოლუსი შეიცავს აქტიური სუბსტანცია: ფენბენდაზოლი 500 მგ ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ანტიჰელმინთური საშუალება. ATC vet code: QP52AC13 - ფენბენდაზოლი ფარმაკოლოგიური მოქმედება „ფენბენდაზოლი 500“ წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის ჯგუფის ანტიჰელმინთური პრეპარატს. ფენბენდაზოლი (მეთილ[5-ფენილთიო)-1H-ბენზიმიდაზოლ-2-ილ]-კარბამატი) ხასიათედება ნემატოციდური და ცესტოდოციდური მოქმედების ფართო სპექტრით, აქტიურია ზრდასრული ფორმების, კუჭ-ნაწლავის და ფილტვის ნემატოდების ლარვებისა და კვერცხების, აგრეთვე ცესტოდების წინააღმდეგ. ფენბენდაზოლი იწვევს ჰელმინთების ნახშირწყლების ცვლისა და მიკროტუბულარული ფუნქციის მოშლას, ენერგეტიკული პროცესების დარღვევა კი იწვევს პარაზიტების სიკვდილს. ფარმაკოკინეტიკა პერორალურად მიღებისას ფენბენდაზოლი ადვილად შეიწოვება ნაწლავებიდან და ნაწილდება ცხოველის ორგანოებსა და ქსოვილებში; გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით და მეტაბოლიტების სახით, ძირითადად ნაღველთან და ნაწილობრივ შარდთან ერთად, ასევე რძესთან ერთად მეძუძურ ცხოველებში. ჩვენება გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და შინაური ფრინველის სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს: კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტროგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, ჰეტერაკიდოზი), ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილიოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილოზი), ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი), ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი). მიღების წესი და დოზირება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა - 1 ბოლუსი 60 კგ ცოცხალ წონაზე. ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომოზის დროს 1 ბოლუსი 35 კგ ცოცხალ წონაზე. ცხენი, ვირი, ჯორი - 1 ბოლუსი 50 კგ ცოცხალ წონაზე ღორი - 1 ბოლუსი 80 კგ ცოცხალ წონაზე ძაღლი, კატა - 1 ბოლუსი 10 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ერთხელ ორი დღის განმავლობაში შინაური ფრინველი - 1 ბოლუსი 15 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ერთხელ ორი დღის განმავლობაში მასიური მკურნალობის დაწყებამდე, ხდება პრეპარატის წინასწარი ტესტირება თითოეული სახეობის ცხოველთა მცირე ჯგუფებში. გართულებების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს მოცემული სახეობისათვის. გვერდითი მოვლენები გვერდითი მოვლენები და გართულებები „ფენბენდაზოლი 500“-ის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას არ ვლინდება. ჭარბი დოზირების სიმპტომები ცხოველებში არ არის გამოვლენილი. უკუჩვენებები პრეპარატი არ გამოიყენება დაუძლურებულ, დასუსტებულ ცხოველებში. მწვავე ფასციოლოზის დროს, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში მაკეობის პირველ მესამედში, ღორსა და ცხვარში მაკეობის პირველ ნახევარში. პრეპარატის აქტიური კომპონენტების მიმართ ცხოველის ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატებისას ან/და ალერგიული რეაქციების გამოვლენისას, მისი გამოყენება წყდება.
მოცდის პერიოდი ხორცი - 14 დღე რძე - 3 დღე კვერცხი - 4 დღე განსაკუთრებული მითითებები (უსაფრთხოების ზომები) „ფენბენდაზოლი 500“ მუშაობისას დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს. გამოშვების ფორმა: ბოლუსი №100 მოთავსებული თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ფლაკონში შენახვის პირობები ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 3 წელი. მწარმოებელი ქვეყანა საქართველო მწარმოებელი კომპანია შ.პ.ს. „დავათი“