დეტალური აღწერა ძაღლის ყურში ჩასაწვეთებელი სუსპენზია შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებ(ბე)ის და სხვა კომპონენტ(ებ)ის ჩამონათვალი: ჰიდროკორტიზონის აცეპონატი ………………………….. 1.11 მგ/მლ მიკონაზოლის ნიტრატი ………………………………………. 15.1 მგ/მლ გენტამიცინის სულფატი …………………………………….. 1505 სე/მლ ჩვენება: მწვავე გარეგანი ოტიტის და გენტამიცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით და მიკონაზოლისადმი მგრძნობიარე სოკოებით, კერძოდ, Malassezia pachydermatis-ით გამოწვეული მორეციდივე გარეგანი ოტიტის მწვავე გამოვლინების მკურნალობა. სამიზნე სახეობები: ძაღლები. გამოყენება და დოზირების მეთოდი: ყურში ჩაწვეთების გზით. 1 მლ შეიცავს 1.11 მგ ჰიდროკორტიზონის აცეპონატს, 15.1 მგ მიკონაზოლს (ნიტრატის სახით) და 1505 სე გენტამიცინს (სულფატის სახით). მკურნალობამდე რეკომენდებულია გარეგანი ყურის გაწმენდა, გაშრობა და ზედმეტი თმის მოჭრა. რეკომენდებული დოზა შეადგენს ვეტერინარული პრეპარატის 1 მლ თითო ყურზე დღეში ერთხელ, ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში. პირველ ჩაწვეთებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი და ძლიერად მოუშვით ტუმბო ზედ დაჭერით. შეიყვანეთ კანულა სასმენ არხში. შეიყვანეთ პრეპარატის ერთი დოზა (1 მლ) თითოეულ ინფიცირებულ ყურში. აღნიშნული დოზა მიიღება ტუმბოზე ერთხელ დაჭერით. ჰერმეტული ტუმბოს სისტემის წყალობით, პრეპარატის ჩაწვეთება შესაძლებელია ფლაკონის პოზიციის მიუხედავად. ეს პრეზენტაცია იძლევა ორმხრივი ოტიტით დაავადებული ძაღლის მკურნალობის შესაძლებლობას. ჩაწვეთების შემდეგ, ხანმოკლე დროით და ფრთხილად დაზილეთ ყურის ძირი, რათა პრეპარატმა ღრმად შეაღწიოს ყურის არხში. ვეტერინარული პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ოთახის ტემპერატურით (ანუ არ ჩააწვეთოთ ცივი პრეპარატი). გვერდითი მოვლენები: ყურის მსუბუქი და ზომიერი სიწითლე, ვლინდება ნამკურნალები ძაღლების 2.4%-ში. პაპულები შესაძლებელია გამოვლინდეს უფრო იშვიათად (ნამკურნალები ძაღლების 1%-ზე ნაკლებში). ყველა შემთხვევაში, ვეტერინარული პრეპარატით მკურნალობა არ შეწყვეტილა და ყველა ძაღლი დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას, სპეციფიკური მკურნალობის გარეშე. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ვეტერინარული მედიკამენტის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სმენის დაქვეითება (სმენის ნაწილობრივი დაკარგვა ან სიყრუე), განსაკუთრებით ხანდაზმულ ძაღლებში. გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 10 ნამკურნალები ცხოველიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
ხშირი (100 ნამკურნალები ცხოველიდან 1-დან 10-მდე შემთხვევა)
იშვიათი (10 000 ნამკურნალები ცხოველიდან 1-დან 10-მდე შემთხვევა)
ძალიან იშვიათი (10 000 ნამკურნალები ცხოველიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევა, ცალკეული შემთხევების ჩათვლით).
იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება გვერდითი მოვლენები, მათ შორის ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ანოტაციაში, ან თუ ფიქრობთ რომ პრეპარატი არ იყო ეფექტური, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს. უკუჩვენებები: არ გამოიყენება აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების, კორტიკოსტეროიდების ან სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ან სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი თერაპია. არ გამოიყენოთ ტიმპანური მემბრანის პერფორაციის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ ოტოტოქსიკური ეფექტის მქონე ნივთიერებებთან ერთად. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები: სპეციალური სიფრთხილის ზომა (ზომები): ბაქტერიული და სოკოვანი ოტიტი ხშირად მეორეხარისხოვანია. უნდა დაისვას სათანადო დიაგნოზი, რათა დადგინდეს, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორები. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას: ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. გამოყენებამდე უნდა მოხდეს ინფექციური მიკრობების დადგენა და ანტიბიოტიკების მიმართ მათი მგრძნობელობის განსაზღვრა. პარაზიტული ოტიტის შემთხვევაში ჩატარებულ უნდა იქნას შესაბამისი აკარიციდული მკურნალობა. ვეტერინარული პრეპარატის გამოყენებამდე ზედმიწევნით შეამოწმეთ ყურის არხი, რათა დარწმუნდეთ, რომ ტიმპანური მემბრანა არ არის პერფორირებული, რათა თავიდან იქნას აცილებული შუა ყურში ინფექციის გადაცემის რისკი და ვესტიბულური და კოხლეარული აპარატის დაზიანება. ცნობილია, რომ გენტამიცინს აქვს ოტოტოქსიკური მოქმედება, როდესაც მისი მიღება სისტემურად ხდება თერაპიულ დოზებზე მაღალი დოზებით. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ვეტერინარული პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ჰიდროკორტიზონის აცეპონატის, გენტამიცინის სულფატის და მიკონაზოლის ნიტრატის სისტემური აბსორბცია უმნიშვნელოა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეკომენდიებული დოზებით მიღების შემთხვევაში პრეპარატს ჰქონდეს ტერატოგენული, ფეტოტოქსიკური ან დედებზე ტოქსიკური მოქმედება. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ სარგებლის/რისკის განსაზღვრის შემდეგ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედებები: თავსებადობა ყურის საწმენდ საშუალებებთან არ არის განსაზღვრული. ჭარბი დოზირება (სიმპტომები, გადაუდებელი პროცედურები, ანტიდოტები): რეკომენდებული დოზის 3-5-ჯერ მიღებისას არ გამოვლენილა არანაირი ადგილობრივი ან ზოგადი გვერდითი მოვლენა, გარდა რამდენიმე ძაღლისა, რომელთაც ყურის არხში გაუჩნდათ ერითემატოზული პაპულები. ძაღლებში, რომლებიც რეკომენდებული დოზით მკურნალობდნენ ზედიზედ 10 დღის განმავლობაში, შრატში კორტიზოლის დონე შემცირდა მეხუთე დღიდან და დაუბრუნდა ნორმას მკურნალობის დასრულებიდან ათი დღის შემდეგ. თუმცა ACTH სტიმულაციის ტესტით შრატში კორტიზოლის დონე ნორმალური იყო მკურნალობის მთელი პერიოდის მანძილზე, რაც მიუთითებს თირკმელზედა ჯირკვლის შენარჩუნებულ ფუნქციაზე. არათავსებადობა: არ შეურიოთ სხვა ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებებს. შენახვის პირობები: მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვებისა და საკვებისგან განცალკევებით 0°C-დან 30°C-მდე ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: მწარმოებლის გაუხსნელ შეფუთვაში – 24 თვე დამზადების დღიდან, გახსნილ შეფუთვაში – პირველი გამოყენებიდან 10 დღე. გამოშვების ფორმა: ბოთლი 10 მლ.